Author Archives: energy

იაპონიაში შენდება ელექტროსადგური რომელიც ბამბუკზე იმუშავებს

იაპონიაში შენდება ელექტროსადგური რომელიც ბამბუკზე იმუშავებს

ელექტროენერგიის გენერაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. The Wall Street Journal–ის ცნობით, კომპანია Fujisaki Electric ელექტროსადგურის აგებას გეგმავს, რომლის ძირითადი საწვავიც ბამბუკი იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ ბამბუკი განახლებადი რესურსია, რომელიც საკმაოდ სწრაფად იზრდება. მშენებლობა 2016 წლის იანვრიდან დაიწყება და ელექტროსადგური იმავე წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. საერთო დანახარჯები კომპანიას 19,4 მლნ დოლარზე აქვს გათვლილი. Fujisaki Electric–ში აცხადებენ, რომ ელექტროსადგური ...

Read More »
ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. აფბას შეფასებით მნიშვნელოვანია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თბოელექტროსადგურებს გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ტარიფის ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ლარის მიმართ დოლარის გამყარებით, რამაც ბუნებრივია  თბოსადგურებისთვის მთავარი საწარმოო ნედლეულის (თბოსადგურის ძირითადი ხარჯი არის ბუნებრივი აირი დაახლოებით 90%) ბუნებრივი ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს

ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს

“ენერგოპრო ჯორჯიას” შემდეგ ტარიფის კორექტირების მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას სს “თელასმაც” მიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. “კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. კომისიის 2014 წლის 30 ივლისის N14 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის” საფუძველზე ...

Read More »
ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია

ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს საფუძველს მოკლებულია. ამასთან, როგორც კახა კალაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “სემეკის” გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სამართლიანია. “გრაფიკზე საუბარი გამორიცხულია. მე ვფიქრობ, დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზიანებს და არ დააზარალებს ენერგოკომპანიებს. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის იქნება მძიმე. ...

Read More »
თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

თელასის 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2015 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2015 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 მილიარდ 206,5 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,6% (105,7 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2014 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 100,8 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,9%-ით (93,5 მლნ. ...

Read More »
ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით

ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ტარიფების სავარაუდო გაზრდა ეკონომიკური ვითარებით იქნება გამოწვეული. როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილება სოციალურად დაუცველ ფენებს არ უნდა შეეხოს. ,,ტარიფის სავარაუდო ზრდა გამოწვეული არის საერთაშორისო ეკონომიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებებით. რაც შეეხება კომპენსირებას, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს კომპენსირება პირველ რიგში იმ ფენებისთვის, ვისაც უჭირს და ვისზეც იმოქმედებს ეს ცვლილება. კონკრეტულად უნდა ნახვა, ეკონომიკის სფეროში ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ “ენერგოპრო ჯორჯიასთვის” ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა. ამ საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე, მისი განცხადებით ტარიფის ზრდა მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში მოხდეს “მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ...

Read More »
ეს არის სამართლიანი ტარიფი რომელიც მოსახლეობის უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს

ეს არის სამართლიანი ტარიფი რომელიც მოსახლეობის უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს

ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. სხდომაზე სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ტარიფის 3,348 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. “სემეკ-მა ტარიფის კორექტირებისას გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი. ძირითადად, ტარიფის კორექტირება განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსი გავლენას ...

Read More »
მადლობა სემეკს რომ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა

მადლობა სემეკს რომ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა

ღმერთმა ქნას, ელექტროენერგიის ტარიფის ამ ზრდაში ჩავეტიოთ, – ამის შესახებ სემეკ-ის დღევანდელი სხდომის შემდეგ “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიას “ამოსუნქთვის საშუალებას” მისცემს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან “ენერგო პრო ჯორჯიას” პროგნოზით, ელექტროენერგიის საფასურის ზრდა 4,8 თეთრით არის მოსალოდნელი. “ჩვენი გათვლით, 2015 წლის ჭრილში, როდესაც დასრულდება წელი, ჩვენს ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფები და მტლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

ელექტროენერგიის ტარიფები და მთლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით თბოსადგურებისთვის ელ.ენერგიის გენერაციის ტარიფი დაკორექტირდა და თბოელექტროსადგურებისთვის შემდეგი ტარიფები დაადგინა: “ჯიფაუერისთვის” (მოქმედი) 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, მოქმედი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულმა ტარიფების კორექტირებამ ბუნებრივია გავლენა იქონია სამომხმარებლო ტარიფებზეც. სამომხმარებლო ტარიფი შეიცვალა “ენერგოპრო ...

Read More »