ელექტროენერგიის ტარიფები და მტლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

ელექტროენერგიის ტარიფები და მთლიანი შიდა პროდუქტები ევროპის ქვეყნებში

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით თბოსადგურებისთვის ელ.ენერგიის გენერაციის ტარიფი დაკორექტირდა და თბოელექტროსადგურებისთვის შემდეგი ტარიფები დაადგინა:

  1. “ჯიფაუერისთვის” (მოქმედი) 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი.
  2. შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე.
  3. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, მოქმედი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.

აღნიშნულმა ტარიფების კორექტირებამ ბუნებრივია გავლენა იქონია სამომხმარებლო ტარიფებზეც. სამომხმარებლო ტარიფი შეიცვალა “ენერგოპრო ჯორჯიასთვის” და სემეკმა დაადგინა შემდეგი ტარიფები”

ახალი სამომხმარებლო ტარიფი 101 კილოვატის ჩათვლით არის 10.968 თეთრი, 101-301 კილოვატის ჩათვლით 14.348 თეთრი და 301 კილოვატს ზემოთ 18.178 თეთრი. აღნიშნული ტარიფები არის დღგ-ს გათვალისწინების გარეშე. ჯამში სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ის გარეშე 3.348 თეთრით გაძვირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” გამოაქვეყნა ელექტროენერგიის ტარიფებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ურთიერთმიმართებაში ერთ სულ მოსახლეზე ევროპასა და პარტნიორ ქვეყნებში

“გუშინ, სემეკში, სატარიფო განაცხადების განხილვის დროს, პოლიტიკოსების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება სატარიფო რეგულირების პარლამენტში გადატანის შესახებ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკის რეგულირება არის პროფესიული და არა პოლიტიკური საქმიანობა. ის მოითხოვს უმაღლეს კომპეტენციას ენერგეტიკის ტექნიკურ, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებში, ამ დარგში საერთაშორისო გამოცდილების და ენერგეტიკული სექტორის საქმიანობის ღრმა ცოდნას და, შესაბამისად, რადიკალურად განსხვავდება პარლამენტის ამოცანებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსების ძალისხმევა მიმართულ იქნას არა ტარიფების გაუმართლებელ დაწევაზე, არამედ მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაზე, რაც უფრო ღირსეული, თუმცა რთული ამოცანაა.

სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ტარიფების და შემოსავლების სიდიდის ურთიერთმიმართება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში შემოსავლების გაზრდაზე უფრო მუშაობენ ვიდრე ტარიფის შემცირებაზე.”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

1 (2)

Leave a Reply