დღეს მარეგულირებელმა კომისიამ “ენერგოპრო ჯორჯიასთვის” ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა.
ამ საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე, მისი განცხადებით ტარიფის ზრდა მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში მოხდეს
“მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. თბოელექტროსადგურებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, ბუნებრვი აირი შემოაქვთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება დოლარში. გრძელვადიან პროცესში რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, არ მოხდეს გათიშვები, ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს, ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.”