Author Archives: energy

აგვისტოში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

აგვისტოში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: აგვისტოში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა. „მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 104,4 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,4 ათასიტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 63,9 ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა ...

Read More »
ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირებულია

ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლების ტენდენციით ხასიათდება. 2015 წლის მეორე კვარტალში ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 კვარტლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, ენერგეტიკაში 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, – 37 მილიონის, მესამეში, – 51 მილიონის, მეორეში 79 მილიონის, პირველში კი 23 მილიონის. ...

Read More »
ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგურს ჩინური კომპანია “Dongfang Electric” ააშენებს

ტყიბულის ქვანახშირის თბოსადგურს ჩინური კომპანია “Dongfang Electric” ააშენებს

ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება- შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორპორაციის გენერალურ დირექტორს სი ზეფუსა შორის დალიანში დღეს გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროექტი, რომელსაც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის ...

Read More »
საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს როლი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „თანამედროვე აბრეშუმის გზა” განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის იდეას. ...

Read More »
საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და სათადარიგო ნაწილების ქარხანა აშენდება

საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და სათადარიგო ნაწილების ქარხანა აშენდება

საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმოს აშენებაზე დალიანში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან სს „ვაგონმშენებლის“ დირექტორმა ბადრი წილოსანმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის პრეზიდენტმა მინ ხინგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიამდე, დალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინ ...

Read More »
ნავთობი და საფონდო ბირჟა: რა კავშირია მათ ფასებს შორის?

ნავთობი და საფონდო ბირჟა: რა კავშირია მათ ფასებს შორის?

ნავთობისა და მსოფლიოს  საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფასები ხშირად ერთდროული, მკვეთრი ცვალებადობით ხასიათდება, რაც საზოგადოების პანიკასა და შეშფოთებას იწვევს. ეს ფაქტი ბადებს კითხვას: ხომ არ არის ამ ორ ფასს შორის სიმბიოზური ურთიერთკავშირი? ნავთობის ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა ნაწილობრივ ჰგავს 2008 წელს შექმნილ სიტუაციას, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა ნავთობის საგრძნობი გაუფასურება გამოიწვია. გაუფასურებამდე კი ფასმა უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია, რაც აშკარა სპეკულაცია იყო. ...

Read More »
ჩინური ინვესტიციით შესაძლოა საქართველოს საგზაო მაგისტრალის მილიარდიანი პროექტი დაფინანსდეს

ჩინური ინვესტიციით შესაძლოა საქართველოს საგზაო მაგისტრალის პროექტი დაფინანსდეს

ჩინური ინვესტიციით ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ “Zhuhai Da Heng Qin Company Limited” შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება , – ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა. პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით ...

Read More »
პოლონურ კომპანიას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტში შესვლა სურს

პოლონურ კომპანიას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტში შესვლა სურს

პოლონურ კომპანია TINES მიიღოს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend–ს TINES–ის გენერალურმა დირექტორმა თომას შუბამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია შესაძლოა პროექტში საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს. “ჩვენ დიდი ხანი ვცდილობდით პროექტში შესვლას, მაგრამ ეს ვერ შევძელით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ პროექტს საქართველოდან შევუერთდებით. პროექტის რეალიზაციის ფარგლებში ჩვენ შევთავაზეთ მთელი რიგი გადაწყვეტებისა სარკინიგზო გადასასვლელების, ხიდების კონსტრუქციების, ...

Read More »
პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატები დაასახელა

პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატები დაასახელა

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მაისში დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით შერევის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც დარგის ექსპერტები ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ ადმინისტრაციის მხრიდან გაცხადდა, რომ წევრების კანდიდატების დასახელება, 1 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაცხადდა. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა , გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა სემეკ-ის ...

Read More »
ემზარ ჯგერენაია: საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

ემზარ ჯგერენაია: საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავის ბაზარი კვლავ მონოპოლიურია. ამ თემაზე ექსპერტი საკუთარ ოფიციალუ გვერდზე წერს და განიხილავს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. “საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე სუპერ ოქტანობის ბენზინი ღირს 2.35 ლარი, ისევე როგორც 4 წლის უკან, როდესაც მსოფლიო ფასი ნედლ ბარელ ნავთობზე იყო 110 დოლარი. არადა ახლა 50 დოლარს ქვევითა. როდის ტყუის საწვავის ბიზნესი ახლა თუ მაშინ? ...

Read More »