პოლონურ კომპანია TINES მიიღოს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend–ს TINES–ის გენერალურმა დირექტორმა თომას შუბამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია შესაძლოა პროექტში საქართველოს ტერიტორიაზე ჩაერთოს.
“ჩვენ დიდი ხანი ვცდილობდით პროექტში შესვლას, მაგრამ ეს ვერ შევძელით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ პროექტს საქართველოდან შევუერთდებით. პროექტის რეალიზაციის ფარგლებში ჩვენ შევთავაზეთ მთელი რიგი გადაწყვეტებისა სარკინიგზო გადასასვლელების, ხიდების კონსტრუქციების, ვიბრაციისა და ხმაურისგან დამცავი ნაგებობების მშენებლობის სფეროში. თუმცა ჩვენს წინადადებაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“ – განაცხადა შუბამ.
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (SOFAZ).
პროექტის ფარგლებში შენდება რკინიგზის ახალი, 105–კილომეტრიანი მონაკვეთი. გარდა ამისა, საქართველოში ხდება ახალქალაქი–მარაბდა–თბილისის რკინიგზის მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რაც მის გამტარუნარიანობას წელიწადში 15 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზრდის. პროექტის რეალიზაციის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. დერეფნის პიკური გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონას მიაღწევს.
TINES-ი სპეციალიზდება სარკინიგზო და ტრამვაის ხაზებისთვის, ასევე მეტროპოლიტენისთვის მცირეხმაურიანი და უსაფრთხო კონსტრუქციების მიწოდებაზე
პოლონურ კომპანიას უამრავი მსხვილი პროექტი აქვს განახორციელებული პოლონეთში, უკრაინაში,რუსეთსა და ყაზახეთში. მისი ტექნოლოგიები გამოყენებულია ვარშავის, კიევისა და ალმაატის მეტროს ხაზების მშენებლობაში.