ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მაისში დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით შერევის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც დარგის ექსპერტები ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ ადმინისტრაციის მხრიდან გაცხადდა, რომ წევრების კანდიდატების დასახელება, 1 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაცხადდა.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა , გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატებად დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი წარადგინა.
პრეზიდენტი დასახელენულ კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად მთავრობას გადაუგზავნის.
კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად მას 3 წევრი ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს უფლებსამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება. თუ ამ პერიოდისთვის ერთი ახალი წევრი მაინც არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან კვორუმი არ ექნება.