Author Archives: energy

IAEA: ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა

გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, სატელიტური სურათებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განახლებულია. სააგენტოს ბოლო მონაცემებით, რეაქტორი 2021 წლის ივლისიდან მუშაობს და ახლა წყლით გაგრილების სისტემის გამოყენება მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტორმა გამოიყენა საწვავის სრული პარტია და მისი გადატვირთვა ხორციელდება. გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით მუშაობა განახლებულია კომპლექსის რადიოქიმუირ ლაბორატორიაშიც. სააგენტოს განცხადებით, რეაქტორი, სავარაუდოდ, პლუტონიუმს აწარმოებს, ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 590 აშშ დოლარს მიაღწია

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე  590 აშშ დოლარს მიაღწია. სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 592 აშშ დოლარს გადააჭარბა. ხოლო, დღეისათვის გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 586 დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო ...

Read More »

OPEC+-მა შესაძლოა უარი თქვას ნავთობის მოპოვების გაზრდაზე COVID-19– ის გამო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC + – მა შესაძლოა შეცვალოს გარიგების პირობები 1 სექტემბერს და უარი თქვას ნავთობის მოპოვების ზრდაზე. ნავთობის მოპოვების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილე OPEC + ქვეყნებს შეუძლიათ გადახედონ გარიგების ამჟამინდელ პირობებს 1 სექტემბერს და უარი თქვან მოპოვების წინასწარ შეთანხმებულ მომდევნო რამდენიმე თვეში 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ამის შესახებ ქუვეითის ნავთობისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა მუჰამედ აბდელ ლატიფ ალ-ფარესმა ...

Read More »

რუსეთი ელექტრომობილების წარმოებისთვის $8 მილიარდს გამოყოფს

რუსეთს, ნავთობისა და გაზის მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, ელექტრო მანქანების წარმოების გაზრდა სურს. რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლის ბოლოსთვის ელექტრო მანქანებმა ავტომობილების წარმოებაში 10%-ს უნდა მიაღწიოს, რაც, მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაახლოებით 591 მილიარდი რუბლი ($8 მილიარდი) დაჯდება. სტრატეგიის პირველ ეტაპი 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს და მიზნად ელექტრომობილების რაოდენობის მინიმუმ 25 000-მდე, ხოლო დამტენი სადგურების 9000-მდე ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ENER-T: განახლებადი ენერგიის დივერსიფიკაცია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზანია

განახლებადი ენერგიის დივერსიფიკაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია, – ამის შესახებ კომპანია Ener-t International-მა Trend.az-განაცხადა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოში ელექტროენერგიის დაახლოებით 81%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ, თუმცა ცვეთის გამო, ჰესებს არსებული სიმძლავრის მხოლოდ 60%-ის პოტენციალის გამოყენება შეუძლია. ენერგიის დაგროვებაზე საუბრისას, კომპანია აღნიშნავს, რომ ელექტროსადგურები შესაძლოა დაემატოს “ენერგიის დაგროვების სისტემაში”, რომელიც მის მუშაობას დღეში რამდენიმე საათით გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კორპორაცია ENER-T-იმ საქართველოს ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა პრეპანდემიურ ნიშნულს უბრუნდება

ლონდონში არსებული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Ember-ის კვლევის თანახმად, გლობალური ელექტროენერგიის სექტორში გამოყოფილმა ნახშირორჟანგის რაოდენობამ 2021 წლის პირველ ნახევარში პრეპანდემიურ ნიშნულს გადააჭარბა. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და გამონაბოლქვის რაოდენობა ამჟამად 5%-ით უფრო მეტია, ვიდრე ეს კოვიდ-19-ის გავრცელებამდე იყო. 2020 წელს პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ლოკდაუნი გამოიწვია, რამაც სასათბურე გაზების გამოყოფა მნიშვნელოვნად შეამცირა. კვლევის თანახმად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნამ განახლებადი ენერგიის სექტორის ზრდასაც გადაასწრო. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირის” ცნობით, 2021 წლის  27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.70 (+ 1.63)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.74  (+ 1.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის,  გურამიშვილის., ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 ...

Read More »

ამერიკულ ბაზებს ევროპაში, რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა აეკრძალებათ

პენტაგონი აუკრძალავს ევროპაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ენერგორესურსების შესყიდვაზე კონტრაქტების გაფორმებას რუსეთიდან. აკრძალვა 30 აგვისტოდან ამოქმედდება. აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, იუწყება rosbalt. რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვის შესახებ აკრძალვა შემოღებულ იქნა ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვრცელდება ყველა სახის რესურზსე – “ნებისმიერი სახით, ფორმით და მიზნით მიწოდებული ენერგია, გათბობის, გაგრილებისა და ელექტროენერგიის ჩათვლით” – ნათქვამია დოკუმენტში. შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავ გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, გუშინ, ევროპაში, ბუნებრივი აირის ფასი კვლავ დაუბრუნდა 1000 კუბურ მეტრზე 580 დოლარს. სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, თბილისის დროით 19:17 საათისთვის, ათას კუბურ მეტრზე $ 580-ს გადააჭარბა და მხოლოდ ვაჭრობის დასასრულს შემცირდა ოდნავ (576.3 $ ათას კუბურ მეტრზე), რაც დღეში 4.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 ...

Read More »