რუსეთს, ნავთობისა და გაზის მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, ელექტრო მანქანების წარმოების გაზრდა სურს.
რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლის ბოლოსთვის ელექტრო მანქანებმა ავტომობილების წარმოებაში 10%-ს უნდა მიაღწიოს, რაც, მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაახლოებით 591 მილიარდი რუბლი ($8 მილიარდი) დაჯდება.
სტრატეგიის პირველ ეტაპი 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს და მიზნად ელექტრომობილების რაოდენობის მინიმუმ 25 000-მდე, ხოლო დამტენი სადგურების 9000-მდე გაზრდას ისახავს.
ელექტრომობილების გაყიდვების ხელშესაწყობად, მთავრობა მყიდველებს სესხისა და იჯარის სპეციალურ პირობებს შესთავაზებს.
გარდა ამისა, 2022 წლიდან ელექტრომობილები უფასოდ გადაადგილდებიან რუსეთის ფასიან გზებზე.
„არაერთი ქვეყანა გეგმავს, რომ უარი თქვას ავტომობილებზე, რომლებსაც შიდა წვის ძრავა აქვთ. აშკარაა, რომ ელექტრომობილები და მანქანები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას მოიხმარენ, არის მომავალი. ეს მიმართულება აქტიურად უნდა განვავითაროთ“,- ამბობს პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი.
ამჟამად ელექტრომობილების წილი ქვეყანაში სამგზავრო მანქანების 0,2%-ზე ნაკლებია
წყარო: “ბიზნესფორმულა”