პენტაგონი აუკრძალავს ევროპაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ენერგორესურსების შესყიდვაზე კონტრაქტების გაფორმებას რუსეთიდან. აკრძალვა 30 აგვისტოდან ამოქმედდება.
აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, იუწყება rosbalt.
რუსული ენერგეტიკული რესურსების შესყიდვის შესახებ აკრძალვა შემოღებულ იქნა ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვრცელდება ყველა სახის რესურზსე – “ნებისმიერი სახით, ფორმით და მიზნით მიწოდებული ენერგია, გათბობის, გაგრილებისა და ელექტროენერგიის ჩათვლით” – ნათქვამია დოკუმენტში.
შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ევროპაზე. შესაბამისად, ისინი არ იმოქმედებენ, მაგალითად, თურქეთის ტერიტორიის აზიურ ნაწილზე. პენტაგონმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნული დაშვებულია გამონაკლისის სახით.
ნინო სამადაშვილი