Author Archives: energy

ბიტკოინი შესაძლოა რეგულაციების ქვეშ მოექცეს

2020 წელი მომგებიანი წელი იყო ბიტკოინისთვის. კრიპტოვალუტა თითქმის გაოთხმაგდა და მისი ფასი, რომელმაც 20 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, განაგრძობს ზრდას. Wall Street-ის ვეტერანებმა ის ალტერნატიულ აქტივად აკურთხეს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy და Square, ფულადი რეზერვები კრიპტოვალუტაში გადაიტანეს. 2017 წელს მკვეთრი ზრდისა და მომდევნო წელს დრამატული კლების შემდეგ, 2020 წელს ბიტკოინის ღირებულება 300% -ზე მეტით გაიზარდა. როგორც ამას ინვესტორები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია შესაძლოა ...

Read More »

სონღულაშვილი: „ახალი ენერგოპროექტების გარეშე სტაბილური ტარიფების შენარჩუნება გაგვიჭირდება“

„ახალი ენერგოპროექტების გარეშე, ელექტროენერგიაზე სტაბილური ტარიფების შენარჩუნება გაგვიჭირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა, რაც აძვირებს მას, თუ ადგილობრივი ენერგოგენერაციის გაზრდა, რომელიც ახალი ენერგოპროექტების განხორციელებას გულისხმობს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა ეწინააღმდეგება. „უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავიგოთ რა გვინდა, საბოლოო ჯამში თუ ...

Read More »
ტანაპ

TANAP– ის გამტარუნარიანობის გაზრდა შეიძლება სამ წელიწადში დასრულდეს

TANAP– ის გამტარუნარიანობის გაზრდა შეიძლება დასრულდეს სამ წელიწადში. ამის შესახებ TANAP– ის გენერალურმა დირექტორმა სალტუკ დუზიოლმა განაცხადა ონლაინ პრესკონფერენციის დროს. დუზიოლმა აღნიშნა, რომ გაზის დაბალი ფასების გამო, TANAP- ის გამტარუნარიანობის გაზრდა ახლა არ არის აქტუალური. ”მაგრამ, ამ დროისთვის დამატებითი კომპრესირების სადგურების მშენებლობისთვის ადგილები უკვე შეირჩა. ინვესტიციები გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაში იქნება დამოკიდებული გაზის მოცულობაზე. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ მიღებული იქნება, ჩვენ ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

2020 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 5,5%-ით, გენერაცია კი 5,8%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოში ყველა სხვა ეკონომიკური მაჩვენებლის კვალდაკვალ შემცირდა ელექტროენერგიის გენერაცია და მოხმარებაც. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 12 თვის ჯამურმა გენერაციამ 11159.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2019 წლის პერიოდთან შედარებით 697 მლნ კვტ/სთ-ით ანუ 5.8%-ით ნაკლებია. მთლიანი გამომუშავება 2019-ში 11856.8 მლნ კვტ/სთს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მთლიან გენერაციაში თბოსადგურების წილი მცირედით შემცირდა და 2820.8 მლნ კვტ/სთ ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 34% -ით შეამცირა

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 726,3 მლნ კილოვატ საათის ელექტროენერგიას იმპორტი განახორციელა აღნიშნულის შესახებ ნათქვამია “საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის” (ესკო) ანგარიშში, იუწყება აზერბაიჯანული ბიურო Caspian Barrel. დოკუმენტის თანახმად, ეს მოცულობა წინა წლის მოცულობაზე 34% -ით ნაკლებია. გასულ წელს, საქართველოს მიერ იმპორტირებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1,610,1 მილიონი კილოვატსაათი, საიდანაც 45,1% იყო აზერბაიჯანიდან. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზერბაიჯანიდან თურქეთში სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა ...

Read More »

2020 წელს რუსეთში ნავთობის წარმოება მინიმუმამდე დაეცა

2020 წელს რუსეთის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოებამ ცხრაწლიან მინიმუმს მიაღწია.  მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 512.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა, რაც ყოველდღიურად 10,27 მილიონ ბარელს უდრის. ზედიზედ 11-წლიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის წარმოების ასეთი კლება პირველად დაფიქსირდა. OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა მაისში წარმოების უპრეცედენტო შემცირება დაიწყეს, გლობალური კარანტინის გამო, მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ.  OPEC+ კოალიციამ შეკავებული მარაგის გარკვეული ნაწილი ბაზარზე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა – ბიზნესი საწვავის გაძვირების მოლოდინშია

უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი გაძვირდება – ასეთია ადგილობრივი ბიზნესის მოლოდინი. როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი ზრდის გამო არაბრენდირებული საწვავი გაძვირდა. მათ შორის დიზელის ფასმა დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა და მომდევნო დღეებში ბენზინის გაძვირებაც დაანონსდა. ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევში კერძო სექტორი ბრენდირებული საწვავის გაძვირების მოლოდინშია.​  2021 წლის პირველივე კვირაში ნავთობის ფასი დაახლოებით 5-6 აშშ დოლარით გაიზარდა. ვაჭრობის ...

Read More »

ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგში ჩინეთს გაუწევს კონკურენციას

ელექტროენერგიის ფასების ვარდნის წყალობით სკანდინავია კრიპტომაინინგისთვის კვლავ მომგებიანი რეგიონია.  კრიპტოვალუტა გიგანტურ კომპიუტერულ ფერმებში მზადდება, რომლებიც რთულ ალგორითმებს ამუშავებენ, რასაც იმდენივე ელექტროენერგია სჭირდება, რამდენიც დაახლოებით 70 000 ოჯახს.  მიმდინარე ბაზრის დინამიკა დიდ კრიპტომაინერებს წარმოებისთვის ჩინეთს, ყაზახეთსა და კანადას სთავაზობს, თუმცა, დღევანდელ და სამომავლო ბაზარზე სკანდინავიის რეგიონი მნიშვნელოვან მნიშვნელოვან კონკურენციას ქმნის. სკანდინავიაში, ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების შედეგად,  ელექტროენერგიაზე ფასი დღეს ევროკავშირის და შესაძლოა ...

Read More »

“მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ არის რეგიონი, რომელიც ჰესებს ეწინააღმდეგება, თუმცა დენის მოხმარებას ზრდის”

მესტიის რაიონის მაცხოვრებლები და აქ არსებული ბიზნესები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან – ეს ხდება არა რაიმე საგადასახადო შეღავათის, თუ სუბსიდირების გამო, არამედ იმიტომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს. Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოწესრიგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარჩუნდება ვითარება, რომელიც რეგიონის ენერგოგამანაწილებლისთვის პრობლემას წარმოადგენს.  ამასთან, ჩახვაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის უფასოდ მიღების და ...

Read More »

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა

გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ Nord Stream 2 AG-ს სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება შეუძლია. საუბარია გაზსადენის გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მშენებლობაზე. მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2019 წლის დეკემბერში შვეიცარიულმა Allseas-მა მილების ჩაწყობაზე უარი განაცხადა აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების საფრთხის გამო. 28 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა ...

Read More »