ტანაპ

TANAP– ის გამტარუნარიანობის გაზრდა შეიძლება სამ წელიწადში დასრულდეს

TANAP– ის გამტარუნარიანობის გაზრდა შეიძლება დასრულდეს სამ წელიწადში. ამის შესახებ TANAP– ის გენერალურმა დირექტორმა სალტუკ დუზიოლმა განაცხადა ონლაინ პრესკონფერენციის დროს.

დუზიოლმა აღნიშნა, რომ გაზის დაბალი ფასების გამო, TANAP- ის გამტარუნარიანობის გაზრდა ახლა არ არის აქტუალური.

”მაგრამ, ამ დროისთვის დამატებითი კომპრესირების სადგურების მშენებლობისთვის ადგილები უკვე შეირჩა. ინვესტიციები გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაში იქნება დამოკიდებული გაზის მოცულობაზე. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ მიღებული იქნება, ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი სამუშაოები სამ წელიწადში დავასრულოთ”, – განაცხადა სალტუქ დუზიოლმა.

სალტუქ დუზიოლი

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, TANAP მილსადენის მთლიან სიგრძზე (1,797 კმ) დამონტაჟებულია ორი კმპრესირების სადგური. გაზსადენის ამჟამინდელი გამტარუნარიანობის – წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრიდან, მაქსიმუმამდე – 31 მილიარდი კუბური მეტრამდე გაზრდისთვის, საჭიროა დამატებით 5 კომპრესირების სადგური.

Leave a Reply