“მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ არის რეგიონი, რომელიც ჰესებს ეწინააღმდეგება, თუმცა დენის მოხმარებას ზრდის”

მესტიის რაიონის მაცხოვრებლები და აქ არსებული ბიზნესები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან – ეს ხდება არა რაიმე საგადასახადო შეღავათის, თუ სუბსიდირების გამო, არამედ იმიტომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს. Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოწესრიგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარჩუნდება ვითარება, რომელიც რეგიონის ენერგოგამანაწილებლისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

ამასთან, ჩახვაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის უფასოდ მიღების და კრიპტოვალუტების მაინიგის ზრდასთან ერთად, ეს რეგიონი ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც ეწინააღმდეგება. 

“მომხმარებლების ჯგუფი, როდესაც არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს და ამას არ აქვს კანონის საფუძველი, ეს მიმწოდებელ კომპანიაზე გადადის და გარკვეულწილად არასამართლიანობის ვითარებას ტოვებს. პირადად ჩემთვის არასამართლიანობის შეგრძნებას ტოვებს ის, რომ საქართველოს რაღაც ნაწილი არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და მაინინგში იყენებს ამ მოხმარებას. 

შეიძლება უფრო სწორი იყოს, რომ ეს მოხდეს სუბსიდირების ფორმით, ან მთავრობის განკარგულებით და შემდეგ უკვე სემეკიც შეძლებს, რომ “ენერგო პროს” ტარიფში ეს გაითვალისწინოს. იურიდიული თემაა თუ როგორ მოგვარდება და როგორ გადანაწილდება. მთავარი არის ის, რომ უნდა გადავწყვიტოთ სვანებმა უნდა გადაიხადონ ელექტროენერგიის საფასური თუ არა. თითქოს დე-ფაქტო ხდება ის, რომ დენის საფასურს არ იხდიან და ამას იურიდიული საფუძველი არ აქვს. 

უნდა აღიაროს მაშინ მთავრობამ, რომ არის რეგიონი, რომელიც ხელს უშლის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლას, მაგრამ ამავდროულად მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, ზრდის ამ მოხმარებას და არ უნდა რომ გენერაციას ხელი შეუწყოს,”- ამბობს მარიამ ჩახვაშვილი. 

Leave a Reply