Author Archives: energy

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით… მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან. დიპლომატი ...

Read More »

“გენერაციის ობიექტების მშენებლობას ენერგოუსაფრთხოება და უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს”

ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყნის შიდა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, – ასე პასუხობს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მოსაზრებას, რომ ახალი ჰესების მთავარი დანიშნულება სხვა ქვეყნებისთვის ელექტროენენერგიის მიწოდებაა. „ფიზიკის კანონებით ჩვენ ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, თუ ადგილობრივი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ნებისმიერი ახალი ობიექტი, რომელიც ჩვენ ქსელშია ჩართული არის ჩვენი ქსელის სუბიექტი. ის ემორჩილება ადგილობრივ ...

Read More »

2020 წლის ბოლოს ქვანახშირზე გლობალურმა მოთხოვნამ გადააჭარბა Covid-მდე არსებულ მაჩვენებელს

ქვანახშირის გლობალური მოხმარება 2020 წელს 4%-ით დაეცა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა, მაგრამ მოთხოვნაზე შემცირება ძირითადად წლის პირველ თვეებში მოხდა. 2020 წლის ბოლოს მოთხოვნა გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო აზიის ქვეყნებით, სადაც ეკონომიკა სწრაფად ბრუნდებოდა და დეკემბერიც განსაკუთრებით ცივი აღმოჩნდა. ქვანახშირის მოხმარება მეოთხე კვარტალში 3.5%-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც ხელს უწყობს CO2-ის ემისიების ...

Read More »

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.”შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა. შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

სამხრეთ ირანის საბადოებში ნავთობის მოპოვება 30% -ით გაიზარდა

22 მარტს ირანის სამხრეთ ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად მოჰამმადმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმოება გასული ირანული წლის მეორე ნახევარში (დასრულდა 19 მარტს) 30% -ით გაიზარდა. ამის შესახებ ირანულმა სააგენტომ IRNA-ამ განაცხადა. IRNA– ს ჟურნალისტებთან საუბრისას, კომპანიის დირექტორმა ასევე გააკეთა პროგნოზი, რომ ახალი ირანული წლის განმავლობაში კომპანიის წარმოების მოცულობა კიდევ 10% –ით გაიზრდება. მან აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს, ერთი მხრივ, მოპოვების 10% -ით შემცირებას ...

Read More »

“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აქტივები იყოფა

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის “ნავთობისა და გაზის კორპორაცის” აქტივები უნდა გაიყოს – ამის მიზეზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებია. კორპორაციის შემადგენლობიდან გამოვა ბუნებრივი აირის გადაცემის ქსელი და ის სხვა ორგანიზაციის ნაწილი გახდება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბუნებრივი გაზის გადამცემი ოპერატორის განცალკევების შესახებ” დადგენილების პროექტი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარადგინა. სემეკის ინფორმაციით, ახალი ნორმის მიღების შემდეგ ქართული კანონმდებლობა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს ...

Read More »

ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია TESLA-სთან კონკურენციისთვის ემზადება

ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია Geely პრემიუმ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს, რომელიც კონკურენციას Tesla-ს გაუწევს. ჩინური კომპანია Volvo-ს, London EV Company-ს და Lotus-ს ფლობს. მისი შტაბ-ბინა შვედეთში მდებარეობს, ავტომობილების აწარმოებს ჩინეთში. Geely-მა განაცხადა, რომ იგი შეიმუშავებს და აწარმოებს მაღალი კლასის EV-ებს Zeekr ბრენდით და მოსალოდნელია, რომ მიწოდება 2021 წლის მესამე კვარტალში უკვე მოხდეს. Zeekr-ის ერთ-ერთი მოდელი გასულ წელს ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ...

Read More »

კომუნალურ სუბსიდირებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში  ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა. როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ...

Read More »

400 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობი დაიბლოკა სუეცის არხში

400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობტანკერია ჩარჩენილი  კონტეინერიმზიდი Ever Given მიერ არხის ყველაზე ვიწრო ნაწილში ფსკერზე დაჯდომის შედეგად სუეცის არხის ბლოკირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი South China Morning Post ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. მისივე თქმით, არხში ჩაიხერგა სულ მცირე შვიდი მსხვილტონაჟიანი გემი, რომელთაც გადაჰქონდათ 6,3 მილიონი ბარელი ნავთობი. ბარელზე 64 დოლარის ფასის შემთხვევაში, ამ ტვირთის საერთო ღირებულება შეადგენს 403 მილიონ ...

Read More »

“ენკა“ სტიქიით დაზარალებულებს სურსათით დაეხმარა

კომპანია “ენკამ“ სტიქიით დაზარალებულებს სასურსათო დახმარება მარხილებით გაუგზავნა.  საქმე ისაა, რომ ლაჯანურთან სტიქიის გამო გზები ჩახერგილია. სამანქანო გზის არარსებობის გამო, კომპანია “ენკამ” ადგილობრივ მოსახლოებას პირველადი დახმარების ნივთები ლაჯანურიდან სოფელ ღუში მარხილებით გაუგზავნა. “კომპანია გამოთქვამს მზაობას, გზების აღდგენამდე ადგილობრივებს გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს საჭირო პროდუქტებით”, – ნათქვამია “ენკას” მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Read More »