“ენკა“ სტიქიით დაზარალებულებს სურსათით დაეხმარა

კომპანია “ენკამ“ სტიქიით დაზარალებულებს სასურსათო დახმარება მარხილებით გაუგზავნა. 

საქმე ისაა, რომ ლაჯანურთან სტიქიის გამო გზები ჩახერგილია. სამანქანო გზის არარსებობის გამო, კომპანია “ენკამ” ადგილობრივ მოსახლოებას პირველადი დახმარების ნივთები ლაჯანურიდან სოფელ ღუში მარხილებით გაუგზავნა.

“კომპანია გამოთქვამს მზაობას, გზების აღდგენამდე ადგილობრივებს გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს საჭირო პროდუქტებით”, – ნათქვამია “ენკას” მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Leave a Reply