400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობტანკერია ჩარჩენილი კონტეინერიმზიდი Ever Given მიერ არხის ყველაზე ვიწრო ნაწილში ფსკერზე დაჯდომის შედეგად სუეცის არხის ბლოკირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი South China Morning Post ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, არხში ჩაიხერგა სულ მცირე შვიდი მსხვილტონაჟიანი გემი, რომელთაც გადაჰქონდათ 6,3 მილიონი ბარელი ნავთობი. ბარელზე 64 დოლარის ფასის შემთხვევაში, ამ ტვირთის საერთო ღირებულება შეადგენს 403 მილიონ დოლარს.
თუ შაბათ-კვირის არხის განბლოკვა ვერ მოხერხდება, სამხრეთ მხრიდან კიდევ სამი ტანკერის შეჩერება მოხდება 160 მლნ დოლარის ოდენობის 2.5 მილიონი ბარელი ნავთობით, ნათქვამია გამოცემაში.
ასევე აღინიშნება, რომ შეჩერავ შეეხო 15 სხვა გემსაც, რომლებსაც გადაჰქონდათ ნავთობპროდუქტები, მათ შორის ნაფტა, საავიაციო საწვავი და ბენზინი. ხუთი მათგანი აზიისკენ მიემართებოდა.