Author Archives: energy

ოპეკის გენერალური მდივანი: ნავთობის ფასები აღარ დაეცემა

ოპეკის გენერალური მდივანი: ნავთობის ფასები აღარ დაეცემა

ირანზე საინქციების მოხსნის ფონზე ნავთობის ფასების სამომავლო ტრენდი აქტუალური გახდა. ანალიტიკოსები და ნავთობპროდუქტების ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ბირჯებზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცემა, თუმცა ოპეკის (ნავთობმომპოვებელი ქვეყნების კავშირი) გენერალური მდივნის განცხადებით ნავთობის ფასების ვარდნა სავარაუდო არ არის. „მოთხოვნისა და წარმოების კლების გამო ნავთობის ფასები, აღარ შემცირდება“ განაცხადა რუსეთში ვიზიტისას ოპეკის გენერალურმა მდივანმა, აბდალა სალემ ელ-ბადრიმ. ასევე, მან განაცხადა, ...

Read More »
დენის ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია ევროკავშირში

დენის ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია ევროკავშირში

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დენის ტარიფს, სპეციალური მარეგულირებელი ორგანო აწესებს, რომელის ფუნქცია ტარიფის მეთოდოლოგიის დადასტურება და ფორმულირებაა. მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირის ქვეყნებში ტარიფიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მარეგულირებელ ორგანოს საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, რომელიც ტარიფების დაწესებას უდევს საფუძვლად. ევროკავშირში ტარიფის დათვლის მეთოდის განუყოფელი ნაწილი, მომხმარებლის კატეგორიების მიხედვით ხარჯების გამოყოფაა. ევროკავშირში, ტარიფის დათვლის სამი მიდგომა არსებობს: საშუალო ღირებულების მიდგომა: საშუალო ღირებულების მიდგომა გულისხმობს, ისეთი ხარჯების ...

Read More »

ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა იწყება

“აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა იწყება. მშნებლობის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის  გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და  საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB)  ქეით ჯულიანი. 220/110 კვ-იანი ქვესადგური “ხორგას” ინვესტიცია დაახლოებით 12 ...

Read More »
მსოფლიოში ნავთობი იაფდება: რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

მსოფლიოში ნავთობი იაფდება

მსოფლიოში საფინანსო ბაზრებზე კვირის განმავლობაში განვითარებული დაღმავალი ტრენდის შემდეგ იაპონური იენა ქეყნიდან გამოსული უარყოფითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე კიდევ უფრო დასუსტდა. როგორც ”ადმირალ მარკეტსიდან” გვაცნობეს, ირკვევა, რომ იაპონიის სავაჭრო ბალანსმა ყველასთვის მოულოდნელად, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული 5 მილიარდი იენის მატებისა, 69 მილიარდი იენას ოდენობით დეფიციტი აჩვენა. ამ ფონზე დოლარი გაძლიერდა და 124 ნიშნულზე დაფიქსირდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საინტერესოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ...

Read More »
ირანის დელეგაციასთან ენერგომატარებლების გატარებაზე ვისაუბრეთ

ირანის დელეგაციასთან ენერგომატარებლების გატარებაზე ვისაუბრეთ

ვენის შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველო-ირანის ურთიერთობები აქტიურ ფაზაში გადავიდა. სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის უფრო მეტ გააქტიურებას ეხებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებზე და ენერგეტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდნენ. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. ...

Read More »
მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს

მთავრობა რეგიონებში ტარიფის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს

რეგინებში გაზრდილი ტარიფის დამტკიცების შემდეგ აქტუალური გახდა ტარიფის სუბსიდირების თემა. ექსპერტების ერთი ნაწილი სუბსიდირების მომხრე არ არის, მათი განცხადებით ნებისმიერი სახის სუბსიდია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაა და აღნიშნული გადაწყვეტილება გამოსავალი ვერ იქნება, ხოლო მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სუბსიდიის განხორციელება აუცილებელია იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაში არის. მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

ენერგოომბუდსმენი ტარიფებზე მომუშავე მრჩეველთა საკონსულტაციო ჯგუფს შექმნის

კომუნალური მომსახურების ტარიფები ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რომელიც, ფაქტობრივად, მოსახლეობის 100%-ს ეხება, შესაბამისად, ინტერესი ტარიფის დადგენის პროცესებისადმი ობიექტურად მაღალია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ტარიფის დადგენას შესაბამის დარგში მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. თუმცა, ამავდროულად, კანონის თანახმად, მარეგულირებელი კომისია, ვალდებულია, სატარიფო განაცხადის მიღების შემთხვევაში, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და უზრუნველყოს პროცესების გამჭირვალობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, უფლება, აზრი გამოთქვას განსახილველი საკითხის ...

Read More »

ტარიფების ზრდა დიდი ჰესების მშნებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ბრალია

რა პრობლემები გააჩნია დღეისათვის ბიზნესს, რა საკითხში სჭირდება ხელისუფლებისგან დახმარება, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და რა არის გასაუმჯობესებელი საგადასახადო ბაზაში, რატომ არ უნდა მოხდეს არაალკოჰოლური სასმელების მარკირება და როგორ იმოქმედებს ტარიფების ზრდა ბიზნესზე, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბიზნესმენი თემურ ჭყონიამ ისაუბრა. გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც თემურ ჭყონია ტარიფების ზრდაზე საუბრობს. ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში გაზარდა. ტარიფის ზრდის თაობაზე ...

Read More »
თბოსადგურები აგვისტოში უნდა ვამუშაოთ რათა ზამთრის პერიოდში წყლის მარაგები შევინარჩუნოთ

თბოსადგურები აგვისტოში უნდა ვამუშაოთ რათა ზამთრის პერიოდში წყლის მარაგები შევინარჩუნოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” მოთხოვნა დააკმაყოფილა და 1 აგვისტოდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, დენის 4 თეთრამდე გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, კომისიას უკვე მიმართა ს/ს ,,თელასმაც” და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში (კომისიას განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს), გაირკვვევა, გაძვირდება თუ არა დენიც თბილისში. ელექტროენერგიის გაძვირებასთან და სექტორის მომავალი განვითარებსი სტრატეგიასტან დაკავშირებით გაზეთ ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინა ენერგობაზრის გასავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ენერგობაზრის განვითარებაში დაეხმარება. უკრაინული ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანია „ნეფტოგაზის“ წარმომადგენელი ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უკრაინის ბუნებრივი აირის ბაზარი და მისი მომავალი ტენდენციები განიხილეს. „ნეფტოგაზი“ უკვე მრავალი წელია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი გაზპრომის პარტიორია. ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებების შედეგად ამერიკა და ევროკავშირი შუამავლების როლში აღმოჩდნენ. გაზპრომი კი მრავალწლიანი კავშირის მიუხედავად ...

Read More »