ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დენის ტარიფს, სპეციალური მარეგულირებელი ორგანო აწესებს, რომელის ფუნქცია ტარიფის მეთოდოლოგიის დადასტურება და ფორმულირებაა.
მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირის ქვეყნებში ტარიფიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მარეგულირებელ ორგანოს საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, რომელიც ტარიფების დაწესებას უდევს საფუძვლად.
ევროკავშირში ტარიფის დათვლის მეთოდის განუყოფელი ნაწილი, მომხმარებლის კატეგორიების მიხედვით ხარჯების გამოყოფაა.
ევროკავშირში, ტარიფის დათვლის სამი მიდგომა არსებობს:
საშუალო ღირებულების მიდგომა:
საშუალო ღირებულების მიდგომა გულისხმობს, ისეთი ხარჯების გაწევას რომელიც ენერგო რეგულატორის მიერ არის ნებადართული და ინვესტირებული საწყისი კაპიტალის დაბრუნების გარანტიას იძლევა. ეს შემოსავლის ერთობლიობა კლასიფიცირდება, ენერგიის მოხმარებასთან და მომხმარებლების რაოდენობასთან.
ხარჯები მომხმარებელზე, ენერგიის მოხმარების მიხედვით გამოიყოფა. კლასიფიცირებული და გამოყოფილი ხარჯები ტარიფის ცვლილებებში, მომხმარებლის კატეგორიების მიხედვით იდენტიფიცირებული ხარჯების შეფარდებით გადასახადების ერთეულებთან კონვერტირდება.
საშუალო რეპროდუქციული ღირებულება:
საშუალო რეპროდუქციული ღირებულების მიდგომა საშუალო ღირებულების მიდგომას ცვლის, აქტივების ღირებულებების მორგებით რათა ხარჯის ჩანაცვლება აისახოს.
ზღვრული ღირებულების მიდგომა:
ზღვრული ღირებულების მიდგომა, წინდახედული პროცესია რომელიც ენერგიის წარმოებისა და მიწოდების ხარჯის ცვლილებას აფასებს. ბევრ სისტემაში, ზღვრული ხარჯი, საბაზრო ფასად არის წარმოდგენილი.
ტარიფების მიმართ განსხვავებული მიდგომები ევროპაში
ევროკავშირში არ არსებობს ერთი უნივერსალური მიდგომა ტარიფბის დაწესებისთვის- ისევე როგორც ერთი მეთოდოლოგია რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს. არ არსებობს განსაზღვრული ტენდენცია რომელიც ტარიფებს დააწესებს ევროკავშირის ქვეყნებში. ამიტომ თითოეულ ქვეყანაში, ელექტროენერგიის გატარებისა და განაწილების განსხვავებული მიდგომები არსებობს. ევროკავშირის ქვეყნების ტარიფები შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
- ადგილობრივი ფასდადება;
- ზღვრული ან საშუალო ღირებულების ფასწარმოქმნა;
- მიმდინარე გადასახადები;
- ტევადობა/ გადასახადი მოთხოვნის მიხედვით;
- ელექტროენერგიის გამოყენების საათები;
ფასწარმოქმნის კონცეფცია: საშუალო თუ ზღვრული ღირებულება?
ევროკავშირში ტარიფის განსაზღვრის ორი მთავარი კონცეფცია არსებობს ეს არის ზღვრული და საშუალო ღირებულების ფასწარმოქმნა.
- ენერგიის საშუალო ღირებულება, გამომუშავებულ და ტრანსპორტირებულ მთლიან ფასს აღწერს. სამომხმარებლო ღირებულება კი ამ თვითღირებულებას სრულად ფარავს.
- ზღვრული ღირებულების ფასწარმოქმნა, ასახავს დამატებით ხარჯებს რომლებიც, ტრანსპორტირებისთვის და გენერაციისთვის არის საჭირო.