ოპეკის გენერალური მდივანი: ნავთობის ფასები აღარ დაეცემა
OPEC -ის გენარალური მდივანი - აბდალა სალემ ელ-ბადრი

ოპეკის გენერალური მდივანი: ნავთობის ფასები აღარ დაეცემა

ირანზე საინქციების მოხსნის ფონზე ნავთობის ფასების სამომავლო ტრენდი აქტუალური გახდა. ანალიტიკოსები და ნავთობპროდუქტების ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ბირჯებზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცემა, თუმცა ოპეკის (ნავთობმომპოვებელი ქვეყნების კავშირი) გენერალური მდივნის განცხადებით ნავთობის ფასების ვარდნა სავარაუდო არ არის.

„მოთხოვნისა და წარმოების კლების გამო ნავთობის ფასები, აღარ შემცირდება“ განაცხადა რუსეთში ვიზიტისას ოპეკის გენერალურმა მდივანმა, აბდალა სალემ ელ-ბადრიმ.

ასევე, მან განაცხადა, რომ ივნისიდან მოყოლებული წარმოების კვოტა არ შეცვლილა და სტაბილურ, დღეში 30 მილიონ ბარელს ინარჩუნებს, თუმცა გლობალური მოთხოვნა წელიწადში, 7-11%-მდე გაიზრდება.

ოპეკის გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მომხარებელზე, ჩინეთზეც ისაუბრა, საიდანაც ნავთობზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. „ჩინეთი ეკონომიკურ ზრდას განიცდის თუმცა, მათ ნავთობის რეზერვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რის გამოც შესაძლოა იყოს სპეკულაციებიც“. – განაცხადა ელ ბადრიმ.

გიორგი კუკულაძე

Leave a Reply