Author Archives: energy

ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ჯერაც ხელუხლებელმა საბადოებმა შესაძლოა გლობალური ენერგეტიკის ლანდშაფტი შეცვალონ. ოკლაჰომა სიტი. აშშ-ში ბუნებრივი აირის აქამდე მიუწვდომელი საბადოების დასამუშავებლად დანერგილი ახალი ტექნოლოგია მსოფლიოში გავრცელებას იწყებს, რაც ამ ყველაზე სუფთა საწვავის მარაგის მსოფლიო მასშტაბით გაზრდის იმედებს აღძრავს. საწვავის იტალიელი და ნორვეგიელი ტექნოლოგები და გეოლოგები ტეხასში, ოკლაჰომასა და პენსილვანიაში ჩამოვიდნენ, რათა ბუნებრივი აირის თიხოვანი ფიქლის ქანებიდან მოპოვების ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნონ. საწვავის მომპოვებელი კომპანიები მთელი ...

Read More »
კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ შორის კონფლიქტია. სახელმწიფო ფრონტერასაგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვს, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, კონსესუსის მოსაძებნად, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ა განაცხადა. მისი თქმით, კომპანია „ფრონტერა“ ისევ თავის პოზიციაზე დგას. კომპანია აცხადებს, რომ მისი ძირითადი წილობრივი განაწილების კონტრაქტი, ...

Read More »
რიკარდო პულიტი: ჰესებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე დიდი გავლენა ექნება

რიკარდო პულიტი: ჰესებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე დიდი გავლენა ექნება

საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიოში. ამის შესახებ საქართველოსთვის შედგენილ სტრატეგიაში საუბრობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).  ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში, დაახლოებით, 7,3 მეგავატი განახლებადი ენერგიის წარმოება შეუძლია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყველაზე დიდი  ჰიდროელექტრორესურსის მქონე ორი ქვეყნის, ნორვეგიისა და კანადის შესაძლებლობებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში რამდენიმე ჰესის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას აფინანსებს. გარდა ამისა, ამონტაჟებს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, ...

Read More »
კომპანია ფრონტერა მწარეხევის კომპლექსთან ახალ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

კომპანია ფრონტერა მწარეხევის კომპლექსთან ახალ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მწარეხევის საბადოზე, გაზის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ნავთობკომპანია „frontera eastern Georgia“ აგვისტოში ახალ ბურღვით კამპანიას დაიწყებს. როგორც კომპანია „frontera eastern Georgia“–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა ბურჯანაძემ განუცხდა, საპროექტო სიღრმეს ჭაბურღილი ბურღვის დაწყებიდან დაახლოებით თხუთმეტ დღეში მიაღწევს. მისივე თქმით, მიმდინარე გაზის მოპოვებისა და ახალი ბურღვითი სამუშაოების პარალელურად, მწარეხევის გაზის კომპლექსის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. „ჭაბურღილი იბურღება ...

Read More »
ალტერნატიული ენერგიის ათვისებასთან ერთად დაჩქარებული ტემპებით უნდა ავითვისოთ ენერგიის ტრადიციული წყაროები

ალტერნატიული ენერგიის ათვისებასთან ერთად დაჩქარებული ტემპებით უნდა ავითვისოთ ენერგიის ტრადიციული წყაროები

“კაცობრიობისათვის უკვე საკმაო ხანია ცნობილია, რომ ნავთობის, გაზის, ნახშირის და ურანის მარაგები  შეზღუდულია, თუმცა  მათი მოხმარების მოცულობები წლიდან წლამდე იზრდებოდა და ბოლო 30 წელიწადში გაორმაგდა. ამ ზრდაში განსაკუთრებით დიდი წილი განვითარებად ქვეყნებს მიუძღვით, სადაც ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და სხვა). ამ ტენდენციის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნიერება მძიმე ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვას. სწორედ ამიტომ და იმისთვისაც, ...

Read More »
კომპანია ფრონტერამ იორმუღალნოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა

კომპანია ფრონტერამ იორმუღალნოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა

იორმუღალნო-ში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგის აღმოჩენას ამერიკულ კომპანია “ფრონტერაში” ადასტურენენ, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალნო-ში, მწარე ხევის საბადოზე დღეიდან გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო. აღნიშნული ინფორმაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ trend.az-მა გაავრცელა ინფორმაცია საბადოს აღმოჩენის შესახებ. “ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური ...

Read More »
ხუდონჰესი მართლაც გენიალური იდეაა

ხუდონჰესი მართლაც გენიალური იდეაა

ისტორია, სახელად ხუდონჰესი,  რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია გრძელდება, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო.. ხუდონჰესის მშენებლობა 1988 წელს შეჩერდა, (მაგრამ არ დაკონსერვებულა) მაშინ, როცა მთლიანად დასრულებული იყო მიწისქვეშა სამანქანო ნაწილის მშენებლობა და კაშხლის აგების პროცესის მოსამზადებელი სამუშაოები  უკვე დაწყებული იყო.  შესრულებული სამუშაოების ღირებულება ასეულ მილიონ მანეთს აღემატებოდა.  მშენებლობის შეჩერება ეროვნული მოძრაობის აღზევებას უკავშირდება,  თუმცა, როგორც ამ საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანები აცხადებენ, ამის ...

Read More »
რუსული ენერგოგიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები

რუსული ენერგოგიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” განცხადებას ავრცელებს ხუდონჰესის და მისი ლობისტების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. სავარაუდოდ, კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმადაც, ის ვალდებული იყო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა 2014 წლის 1 მარტამდე აეღო. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად ...

Read More »
ხუდონჰესის აშენება ენგურჰესს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს დამატებითი ენერგია

ხუდონჰესის აშენება ენგურჰესს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს დამატებითი ენერგია

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. მირცხულავამ თავისი მოსაზრება და არგუმენტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ: 1. ხუდონჰესის გამომუშავება 1 მილიარდ 500 მლნ. კვტ.სთ იქნება, ენგურჰესის შემდგომ ყველაზე მძლავრი სადგური საქართველოს ენერგოსისტემაში და ეს ჩვენი ჰიდროგენერაციის დაახლოებით 16 %-მდეა. 2. მემორანდუმით ხუდონჰესს აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს ენერგოსისტემას მისცეს 133 მლნ. კვტ.სთ ზამთრის 4 თვის განმავლობაში ...

Read More »
ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების "ბუმია": ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების “ბუმია”: ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

რუსეთს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, აშშ-ის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ი წერს,  აშშ ენერგოინდუსტრიის მასშტაბებით მალე რუსეთს უკან ჩამოიტოვებს. ამერიკელი ექსპერტების ოპტიმიზმი ფიქალის გაზის წარმოებას უკავშირდება. გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ფლობდნენ და ცდებსაც ატარებდნენ, თუმცა ტექნოლოგიამ დასრულებული სახე სულ რამდენიმე წელია მიიღო. ეს არის ბურღვის ახალი სისტემა, რომელიც ...

Read More »