კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკულ კომპანია „ფრონტერას“ შორის კონფლიქტია. სახელმწიფო ფრონტერასაგან გაზის მარაგების შესახებ ანგარიშს ითხოვს, ფრონტერა კი ამ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარს აცხადებს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, კონსესუსის მოსაძებნად, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ფრონტერა“ ისევ თავის პოზიციაზე დგას. კომპანია აცხადებს, რომ მისი ძირითადი წილობრივი განაწილების კონტრაქტი, რომელიც 1996 წელს გაფორმდა, არ განსაზღვრავს მის ვალდებულებას წარადგინოს მარაგების ანგარიში.

ხოლო, ნორმატიული აქტი, რითიც სახელმწიფო ანგარიშის ვალდებულებას აკისრებს, ურთიერთსაწინააღმდეგოა კონტრაქტთან, რომელიც სახელმწიფომ კომპანიასთან წლების წინ დადო, – აცხადებს ტატიშვილი.

ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტი კი მიიჩნევს, რომ ფრონტერასათვის მარაგების შესახებ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ამის არგუმენტად ნორმატიულ აქტს ასახელებს.

„ჩვენი პოზიცია ცოტა განსხვავებულია, ჩვენ გამოვეცით ნორმატიული აქტი, რომელიც მიგვაჩნია, რომ ფრონტერსასთვის  მავალდებულებელი ხასიათის არის და შესაბამისად, კონფლიქტი ხელშეკრულებასა და ჩვენს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს შორის არ არსებობს.“, – აღნიშნავს ის.

სააგენტო არ ეთანხმება „ფრონტერას“ ამ პოზიციას, კაპიტალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს და ამის შესაბამის სამართლებრივ ეტაპებს გავდივართ. უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება და საერთო პოზიციის შეჯერება და ახლა სწორედ ამ ეტაპს გავდივართ. ამ მსჯელობისა და არგუმენტების შემდეგ გამოიკვეთება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მხარეები , – აცხადებს ტატიშვილი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვეულებრივ ადმინისტრაციიულ სამართალდარღვეავთა კოდექსით დადგენილი პროცედურები, რომელიც გულისხმოს, შეტყობინების გაგზავნას კომპანიისთვის, რომ მოიწვიონ და მოუსმინონ მის არგუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო არ გაიზიარებს ,,ფრონტერას” არგუმენტაციას, გამოიწერება სამართალდარღვევათა ოქმი და შესაბამისი ფინანსური სანქციაც იქნება გატარებული, – აცხადებს ტატიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, დამაჯერებელი იყო თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მარაგების შესახებ. „სააგენტოს დღევანდელი მონაცემებით, ფრონტერას გაცხადებული აქვს 23 მილიონი კუბური მეტრის მარაგი. არც ამაზე მეტ და არც ამაზე ნაკლებ ოდენობაზე არსებობის დამადასტურებელი არანაირი ახალი გარემოება ან ახალი ფაქტი არ გვაქვს. 23 მილიონი, როგორც ამოსაღები მარაგი არის იდენტიფიცირებული და ამ მარაგის ფარგლებში კომპანია მოპოვებას ახორციელებს, მის მიერ განსაზღვრული რეჟიმით. ბუნებრივია, სანამ არ იქნება ეს 23 მილიონი ამოღებული და სანამ არ შეწყდება იქ მოპოვება ვერ ვიტყვით რა რაოდენობის მარაგი იყო იქ რეალურად“, – განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სამართლებრივი პროცედურების ვადები განსაზღვრულია ადმინისტრაციული კოდექსით, ეს პროცედურები კი წელს დასრულდება, თუ კომპანია არ გამოიყენებს თავის უფლებას და არ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სასამართლოში.

ტატიშვილი ვერ ასახელებს იმ მოტივაციას, თუ რატომ არ სურს „ფრონტერას“ მარაგების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ერთადერთ არგუმენტად მისი თქმით, კომპანიას  ნორმატიული აქტისა და 1996 წელს გაფორმებულ წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონფლიქტი მოყავს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ გაზის მოპოვების პროცესი სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და გაზს გარკვეული პერიოდულობით, დადგენილი რეჟიმით მოიპოვებდა. „მათ აქვთ უფლება, თავად შეარჩიონ თუ რა რეჟიმზე ამუშავებს ჭაბურღილს, თუმცა ეს რეჟიმი არ უნდა იყოს ისეთი, რომ საბადოს აზიანებდეს. „ფრონტერა“ ნაციონალურ სისტემას გაზს პერიოდულობით აწვდიდა, რაც უერთდებოდა ცენტრალურ მაგისტრალს, თუმცა ვინ იყო მის მიერ მოპოვებული გაზის უშუალო შემსყიდველი, ეს არ ვიცი“, – აცხადებს ტატიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ „ფრონტერას“ მარაგების ანგარიში 1 ივნისამდე უნდა წარედგინა,რაც არ გაუკეთებია.

ივნისში „ფრონტერამ“ საგარეჯოს რაიონში 42 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის გეოლოგიური მარაგის  აღმოჩენის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა. თუმცა, “ფრონტერას” მწარე ხევზე მოპოვებული გაზის ტრანსპორტირებისათვის ნავთობისა და გაზის სააგენტომ ტრანსპორტირების  ლიცენზია  ორი თვის წინ  მისცა, ხოლო ლიცენზიის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციაში გაზის ამოსაღები მარაგის მოცულობად  23 მილიონიკუბური მეტრია მითითებული.

Leave a Reply