Author Archives: energy

დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

გაზის ფასი დიდი ბრიტანეთის ქვესადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო გაიზარდა

ფრანგული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გამოიწვია. ოთხშაბათს ხანძარმა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის Eurostar-ის მატარებლების მოძრაობაც შეაფერხა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. ბრიტანული ელექტროხაზების ოპერატორის, National Grid-ის ცნობით, ხანძარს გვიან ღამიდან ებვრიან. ადგილზე ჯერ კიდევ შეინიშნება დაკვამლიანება. დიდი ბრიტანეთი არის ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი, ხოლო საფრანგეთი მისი უმსხვილესი მიმწოდებელი. ”ელექტროენერგიის გათიშვა დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასებს გაზრდის”, – ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა ფსიქოლოგიური $900-იანი ნიშნული გადალახა და $1000-ს სწაფად უახლოვდება

ევროპაში გაზის ფასმა 15 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 950 აშშ დოლარს გადააჭარბა. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 969 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის. Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკოს სიტყვებით, გაზსადენ ...

Read More »

4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ცნობით, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. „16 სექტემბერს 09:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ც.დადიანის ქ.34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსი”-ს, შპს ,,მოდერნ ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

IEA “OPEC +”-ს ნავთობის მოპოვების გაზრდისკენ მოუწოდებს

“ოპეკი +”-ის ქვეყნებმა ოქტომბრის თვეში უნდა გაზარდონ მიწოდება, რათა მოხდეს ბალანსის აღდგენა სანავთობო ბაზარზე, რომელიც დარღვეულია აშშ-ში მოპოვების შეფერხების გამო. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამავე დროს, აღინიშნება, რომ “OPEC +”-ის მონაწილეების მიერ ნავთობის წარმოების გაზრდის შემთხვევაშიც კი  აშშ-ში ფორს-მაჟორის გამო შემცირებული ნავთობის მარაგები შეიძლება გაიზარდოს საკმარის დონემდე მხოლოდ 2022 წლის დასაწყისისთვის. IEA–ის მონაცემებით, ქარიშხალი ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება 40%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 22,635 მილიარდი კუბური მეტრიბუნებრივი აირი გადაიზიდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ეს 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.1%-ით მეტია. მაგისტრალური გაზსადენებით გადაზიდული გაზის საერთო მოცულობაში 49.5% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის. საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 11.194 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.5%-ით მეტია.

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის ფასების სასწრაფოდ შემცირება დაიწყო

ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადის სასწრაფოდ შემცირება დაიწყო, რათა ელექტროენერგიის ფასებით გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს წერტილი დაუსვას. The Times-ის ცნობით, ესპანეთში ელექტროენერგიაზე ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი გადასახადი არის დაწესებული. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესმა, ასევე, გაზის ფასების შემცირება დააანონსა და პირობა დადო, რომ ელექტროენერგიის ფასებს ენერგეტიკული კომპანიების მოგების გადარიცხვებით შეამცირებს. პრემიერი სანჩესი, რომელიც ესპანელი სოციალისტების ლიდერია, აცხადებს, რომ მიუღებელია, ენერგეტიკული კომპანიები მოგებას ელექტროენერგიის საბაზროზე ...

Read More »

IEA: აგვისტოში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 116% -ით შესრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება 116%-ით შეასრულეს , ასეთი გამოთვლა გააკეთეს IEA-ის ანალიტიკოსებმა. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ამრიგად, ოპეკის წევრებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 118%-ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნები – 112%-ით. კერძოდ, ოპეკის წარმომადგენლებიდან ნიგერიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გარიგების შესრულებას (253%), სადაც პრობლემები წარმოიშვა Forcados ტერმინალში, რამაც გამოიწვია ფორს-მაჟორის გამოცხადება. IEA აღნიშნავს, რომ 9 სექტემბერს რემონტის ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

ბრიტანეთმა განახლებადი ენერგიის სქემისთვის ყველაზე დიდი აუქციონი დააანონსა

ბრიტანეთის მთავრობამ განახლებადი ენერგიის სქემისთვის ყველაზე დიდი აუქციონი დააანონსა, რომელიც ოფშორული  ქარით გამომუშავებული ენერგიის დამატებით მოცულობას დაახლოებით 8 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებით უზრუნველსაყოფად მიმართავს. Contracts-for-Difference (CFD)-ის სქემის მიხედვით, შესარჩევი პროექტები გარანტირებულია ელექტროენერგიის გასაყიდად დაწესებული მინიმალური ფასით, რომელთა შემოთავაზებაც აუქციონში მონაწილეებს შეუძლიათ. CFD-ის კონტრაქტები აუქციონზე ენერგომწარმოებელი კომპანიებისთვის არის შეთავაზებული. სქემა, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, მთავრობის ძირითადი გეგმაა, ბრიტანეთში ნახშირბადის წარმოების შესამცირებლად საჭირო ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.60 (+ 0.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.46 (+ 0.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის   მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შავთელის, ნაკაშიძის, ერეკლე მეორის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების და ჩახრუხაძის ...

Read More »