მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 22,635 მილიარდი კუბური მეტრიბუნებრივი აირი გადაიზიდა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ეს 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.1%-ით მეტია.
მაგისტრალური გაზსადენებით გადაზიდული გაზის საერთო მოცულობაში 49.5% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის.