“ოპეკი +”-ის ქვეყნებმა ოქტომბრის თვეში უნდა გაზარდონ მიწოდება, რათა მოხდეს ბალანსის აღდგენა სანავთობო ბაზარზე, რომელიც დარღვეულია აშშ-ში მოპოვების შეფერხების გამო. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ამავე დროს, აღინიშნება, რომ “OPEC +”-ის მონაწილეების მიერ ნავთობის წარმოების გაზრდის შემთხვევაშიც კი აშშ-ში ფორს-მაჟორის გამო შემცირებული ნავთობის მარაგები შეიძლება გაიზარდოს საკმარის დონემდე მხოლოდ 2022 წლის დასაწყისისთვის. IEA–ის მონაცემებით, ქარიშხალი იდას შედეგად ბაზრის დანაკარგები შეადგენს დაახლოებით 30 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში.
დღეისათვის “OPEC +” ზრდის მოპოვებას 400 ათასი ბარელით/დღეში (პირობები მოქმედებს ოქტომბრის ჩათვლით). ალიანსის წევრების შეხვედრა, რომელზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ნოემბრის თვისთვის, გაიმართება 4 ოქტომბერს.
IEA–მა მცირედით შეამცირა 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი და ახლა ვარაუდობს მის ზრდას 5,2 მილიონი ბარელით/დღეში (ადრე – 5,3 მილიონი ბარელით/დღეში). 2022 წლის პროგნოზი ჯერჯერობით უცვლელი რჩება – მოთხოვნილების ზრდა 3.2 მილიონი ბარელით.