IEA: აგვისტოში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება 116% -ით შესრულეს

“OPEC +”-ის ქვეყნებმა აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ შეთანხმება 116%-ით შეასრულეს , ასეთი გამოთვლა გააკეთეს IEA-ის ანალიტიკოსებმა.

აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.

ამრიგად, ოპეკის წევრებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები 118%-ით, ხოლო ოპეკში არშემავალმა ქვეყნები – 112%-ით.

კერძოდ, ოპეკის წარმომადგენლებიდან ნიგერიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გარიგების შესრულებას (253%), სადაც პრობლემები წარმოიშვა Forcados ტერმინალში, რამაც გამოიწვია ფორს-მაჟორის გამოცხადება. IEA აღნიშნავს, რომ 9 სექტემბერს რემონტის დასრულების შემდეგ ფორსმაჟორი მოიხსნა, ამიტომ მიწოდებები სავარაუდოდ განახლდება.

Leave a Reply