ფრანგული ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ზრდა გამოიწვია. ოთხშაბათს ხანძარმა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის Eurostar-ის მატარებლების მოძრაობაც შეაფერხა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ბრიტანული ელექტროხაზების ოპერატორის, National Grid-ის ცნობით, ხანძარს გვიან ღამიდან ებვრიან. ადგილზე ჯერ კიდევ შეინიშნება დაკვამლიანება.
დიდი ბრიტანეთი არის ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი, ხოლო საფრანგეთი მისი უმსხვილესი მიმწოდებელი.
”ელექტროენერგიის გათიშვა დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასებს გაზრდის”, – განაცხადა Hartree Partners LP–ს პარტნიორმა, ადამ ლუისმა.
წყარო: report