Author Archives: energy

საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

„თალიბანის“ თხოვნით, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა

„თალიბანის“ თხოვნის საფუძველზე, ირანმა ავღანეთში საწვავის ექსპორტი განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირი ავრცელებს. გასულ კვირას, ავღანეთში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია. ფასების მატების შესაკავებლად, თალიბებმა ირანის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, მოვაჭრეებისთვის საზღვრები ღია დაეტოვებინა. „თალიბანმა“ ირანს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „შეგიძლიათ გააგრძელოთ ნავთობპროდუქტების ექსპორტი“, – განაცხადეს ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა ...

Read More »

სემეკს, ენერგოომბუდსმენსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, (სემეკ) ენერგოომბუდსმენის სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. მემორანდუმის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა. მხარეთა შეთანხმებით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ...

Read More »

Candela– ს შორ მანძილზე მომუშავე ელექტრული სწრაფმავალი ნავები – რევოლუციური მიგნება საზღვაო ტრანსპორტში

ჰიპერსმარტის ინჟინრებით, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებით, იახტების დიზაინერებითა და გემთმშენებელთა მზარდი გუნდით დაკომპლექტებულმა Candela Speed ​​Boat– ის გუნდმა ააგო რევოლუციური ელექტრული ნავი, რომელიც საზღვაო ტრანსპორტში ისეთ გადატრიალებას მოახდენს, როგორც ეს ილონ მასკის “ტესლამ“ სატრანსპორტო სფეროში გააკეთა. კომპანია Candela Speed ​​Boat 2014 წელს, შვედეთში დაარსდა. გუნდმა შექმნა ელექტროენერგიაზე მომუშავე ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ნავი, რომელსაც 50 საზღვაო მილის გავლა შეუძლია. თავდაპირველად ეს თითქმის ...

Read More »

“ესკომ” 2021 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები გამოაქვეყნა

2021 წლის ივლისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 229 685 932,24 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 19% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 25 610 934,6 ლარი შეადგინა.

Read More »

საქართველოში საწვავი ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გადააჭარბა 3 ლარის ნიშნულს. ხოლო, პრემიუმის ღირებულება 3 ლარს უკვე რამდენიმე თვეა აღემატება. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, ხოლო “რეგულარის” 3.02 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, “რეგულარის” ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულებამ 50 000 დოლარს გადააჭარბა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ, მიმდინარე წლის 15 მაისის შემდეგ პირველად,  50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. 23 აგვისტოსათვის კრიპტოვალუტის ფასი 2.43%-ით გაიზარდა და  50,398.75 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 946,7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეთერიუმის ფასი, რომელიც კაპიტალიზაციის თვალსაზრისით მე-2 ადგილზეა, გასული 24 საათის განმავლობაში 3.09%-ით გაიზარდა და 3 331 აშშ დოლარი შეადგინა. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ჩინეთმა განახლებადი მწვანე წყალბადის მეგაპროექტი დაამტკიცა

ჩინეთის შიდა მონღოლეთის რეგიონმა ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტი დაამტკიცა, რომელიც მზის ენერგიასა და ქარს მწვანე წყალბადის წარმოებისთვის გამოიყენებს. წყალბადის ენერგიის ხელშეწყობის ასოციაციის განცხადებით, ქარხნების ჯგუფი ქალაქ ორდოსსა და ბაოტუში, გამოიყენებენ 1.85 გიგავატ მზის ენერგიას და 370 მეგავატ ქარს, წელიწადში 66,900 ტონა მწვანე წყალბადის წარმოებისთვის. მოსამზადებელი სამუშაოები ოქტომბერში, ხოლო უშუალოდ პროექტი 2023 წელს დაიწყება. პროექტი, რომელიც გამოიმუშავებს საკმარის წყალბადს, რომ შეცვალოს დაახლოებით ...

Read More »

ანგელა მერკელი – იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ...

Read More »

მცირედით გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.18 (- 1.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.32 (- 1.37)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოს გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ჩუბინაშვილის, კონსტიუციის და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 ...

Read More »