CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ, მიმდინარე წლის 15 მაისის შემდეგ პირველად, 50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.
23 აგვისტოსათვის კრიპტოვალუტის ფასი 2.43%-ით გაიზარდა და 50,398.75 აშშ დოლარი შეადგინა.
შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 946,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ეთერიუმის ფასი, რომელიც კაპიტალიზაციის თვალსაზრისით მე-2 ადგილზეა, გასული 24 საათის განმავლობაში 3.09%-ით გაიზარდა და 3 331 აშშ დოლარი შეადგინა.
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.