Author Archives: energy

Tesla თავის ბიტკოინ-აქტივებს ყიდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ბიტკოინ-აქტივების სრულად გაყიდვას არ გამორიცხავს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ კომპანიამ ამ აქტივების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ტვიტზე დაწერა, რომლითაც მიკრობლოგის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა. CryptoWhale სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მომდევნო კვარტალში ბიტკოინის მფლობელებს გააწბილებს ის ამბავი, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის აქტივები გაყიდა. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ასეა“. გასულ კვირას ილონ ...

Read More »

აშშ-მა ჰაკერებს 5 მლნ დოლარის გამოსასყიდი გადაუხადა აღმოსავლეთში საწვავის მიწოდების აღდგენისთვის

Colonial Pipeline-მა ჰაკერებს 5 მილიონი დოლარი გადაუხადა საწვავის მიწოდების აღსადგენად შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამის შესახებ BBC წერს. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია Colonial Pipeline-მა აღმოსავლეთ ევროპაში ჰაკერებს დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ახალი ამბები ეწინააღმდეგება გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომლის თანახმად, კომპანიამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს გამოსასყიდის გადახდას ქვეყნის უდიდესი საწვავის მილსადენის გახსნისთვის. Colonial Pipeline-მა გადაიხადა ეს უზარმაზარი ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ბენზინი კიდევ გაძვირდება?!

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა! არასდროს საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი ასეთი ძვირი არ ყოფილა. ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე, “სუპერის” ტიპის ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა. 3 ლარს უახლოვდება უფრო დაბალი კატეგორიის ბენზინის ღირებულებაც. საწვავის ბიზნესში ჩართული პირები გაძვირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და აქციზის მაღალი გადასახადი. უახლოესი პროგნოზი ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  14 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68,71 (+  1,66) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65,37 (+ 1,55)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აფბა: რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1 ივლისს ვერ ამოქმედდება

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით მორიგ მნიშვნელოვან ჩავარდნაზე. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ენერეგეტიკაში არსებული ვითარებით და დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება ელის 2021 წლის 1 ივლისს, როცა რეალურ რეჟიმში უნდა ამოქმედდეს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. ...

Read More »

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ უცვლელი დატოვა Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ უცვლელი დატოვა Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი 62,3 დოლარის ფარგლებში ბარელზე. აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) ანგარიშზე დაყრდნოვით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” სააგენტო ვარაუდობს, რომ Brent ტიპის ნავთობის კვოტირება მეორე კვარტალში შეადგენს 65 დოლარს/ბარელზე, ხოლო 2021 წლის მეორე ნახევარში ფასი შემცირდება საშუალოდ 61 დოლარამდე/ბარელზე. გარდა ამისა, აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით შეამცირა ნავთობის ყოველდღიური მოპოვების პროგნოზი 2021 წელს აშშ-ში ...

Read More »
გაძვირდება თუ არა თბოსადგურების ენერგიაზე ფასი 7 ივლისს გახდება ცნობილი

რატომ გაჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგური – სპეციალისტების განმარტება

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერების მიზეზი გეგმური რემონტია, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იქნება სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. სადგური 141 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული. იგეგმება სადგურის მეორე ენერგობლოკის კაპიტალური მოდერნიზაცია. ატომური სადგურის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადგურის რემონტი მისი ეფექტიანობის და სანდოობის ასამაღლებლად განხორციელდება. „გასულ წელს რემონტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, დავაყენეთ დამატებითი დანადგარები. აუცილებელია რეაქტორის ავარიული გაცივების სისტემის განახლება, ასევე რეაქტორის კორპუსის მოდერნიზაცია. ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

აპრილის თვეში “ოპეკი +”-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება 114%-ით შეასრულეს

“ოპეკი +”-ის ქვეყნებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება გეგმის 114%-ით შეასრულეს – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” გარიგების პირობების შესრულება უზრუნველყო საუდის არაბეთის მიერ  ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით დამატებით შემცირებამ, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში. IEA-მა შეამცირა ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 2021 წელს და ვარაუდობს მის ზრდას 5,4 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ეს დღეში 270 ათასი ბარელით ნაკლებია წინა ანგარიშთან შედარებით. პროგნოზის გაუარესება დაკავშირებულია ...

Read More »

სომხეთის ატომური ელექტროსადგური გააჩერეს

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა 15 მაისიდან გაჩერდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ გაზეთ „რესპუბლიკა არმენიაზე“ დაყრდნობით იუწყება. ატომური ელექტროსადგური 141 დღის განმავლობაში იქნება გაჩერებული, სომხეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს ის საქართველოდან მიღებული ელექტროენერგიით შეავსებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. გაზეთი წერს, რომ მანამდე სადგურის გაჩერება, როგორც წესი 2 თვეს გრძელდებოდა, ახლა კი ის 141 დღით გააჩერეს.

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

იაპონია აპირებს, 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის წილი საერთო მოხმარებაში 40%-მდე გაზარდოს

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს, 2030 წლისთვის 40%-მდე გაზარდოს ქვეყნის საერთო მოხმარებაში ენერგიის წილი, რომელსაც გამოიმუშავებს მზის, ქარის და სხვა განახლებადი წყაროებიდან. ამის შესახებ იაპონური მედია ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ტოკიოს გეგმაში ჰქონდა განახლებადი ენერგიის წილი 2030 წლისთვის 22-24%-მდე გაეზარდა. ამჟამად, მათზე მოდის მხოლოდ 18%, ასე რომ, საუბარია 10 წელზე ნაკლებ დროში მონაცემის გაორმაგებაზე. ...

Read More »