Colonial Pipeline-მა ჰაკერებს 5 მილიონი დოლარი გადაუხადა საწვავის მიწოდების აღსადგენად შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამის შესახებ BBC წერს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია Colonial Pipeline-მა აღმოსავლეთ ევროპაში ჰაკერებს დაახლოებით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ახალი ამბები ეწინააღმდეგება გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომლის თანახმად, კომპანიამ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს გამოსასყიდის გადახდას ქვეყნის უდიდესი საწვავის მილსადენის გახსნისთვის.
Colonial Pipeline-მა გადაიხადა ეს უზარმაზარი თანხა დაუდგენელი ვირტუალური ვალუტის მეშვეობით კიბერშეტევიდან რამდენიმე საათში, რაც აჩვენებს, რომ კომპანიაზე დიდი ზეწოლა იყო, რათა აღდგენილიყო თვითმფრინავის ბენზინისა და საწვავის მომარაგება. ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ს მთავრობამ იცოდა ამ გამოსასყიდის შესახებ.
გამოსასყიდის მიღების შემდეგ ჰაკერებმა კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს კომპანიის კომპიუტერული ქსელის ხელახლა გააქტიურების შესახებ ინსტრუქციები გადასცეს. კომპანია აცხადებს, რომ მან საწვავის ტრანსპორტირება ადგილობრივი დროით 5:00 საათზე დაიწყო.