“ოპეკი +”-ის ქვეყნებმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება გეგმის 114%-ით შეასრულეს – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”
გარიგების პირობების შესრულება უზრუნველყო საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით დამატებით შემცირებამ, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში.
IEA-მა შეამცირა ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 2021 წელს და ვარაუდობს მის ზრდას 5,4 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში. ეს დღეში 270 ათასი ბარელით ნაკლებია წინა ანგარიშთან შედარებით.
პროგნოზის გაუარესება დაკავშირებულია 2021 წლის პირველ კვარტალში აშშ-სა და ევროპაში ნავთობის შედარებით მცირე მოხმარებასთან და ინდოეთში მოთხოვნილების გაურკვეველ პროგნოზთან კორონავირუსის გამო.