აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ უცვლელი დატოვა Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი 62,3 დოლარის ფარგლებში ბარელზე. აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს (EIA) ანგარიშზე დაყრდნოვით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”
სააგენტო ვარაუდობს, რომ Brent ტიპის ნავთობის კვოტირება მეორე კვარტალში შეადგენს 65 დოლარს/ბარელზე, ხოლო 2021 წლის მეორე ნახევარში ფასი შემცირდება საშუალოდ 61 დოლარამდე/ბარელზე.
გარდა ამისა, აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით შეამცირა ნავთობის ყოველდღიური მოპოვების პროგნოზი 2021 წელს აშშ-ში – 20 ათასი ბარელით 11,02 მილიონ ბარელამდე/დღეში. 2022 წელს მოპოვების მოსალოდნელი მოცულობა ასევე შემცირდა 20 ათასი ბარელით 11,84 მილიონ ბარელამდე/დღეში.