Author Archives: energy

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე კომერციული გაზი გაიაფდა. საკუთარ ქსელში გაზის ტარიფი გააიაფეს ბუნებრივი გაზის რეალიზატორმა კომპანიებმა. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ნეოგაზში” განუცხადეს, მათ ქსელში გაზის ტარიფი 1,30 ლარი იყო, დღეის მდგომარეობით კი ფასები 1,10-დან 1,20 ლარამდე მერყეობს. მათივე ცნობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით 19 ავტოგაზგასამართ სადგურს ფლობს და ბუნებრივი გაზი სახვადასხვა სადგურში სახვადასხვა ფასით იყიდება. გაზის ტარიფი გააიაფა ”გამაგაზმაც”. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათ ქსელში ბუნებრივი გაზი 1,22 ...

Read More »
თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” სრული დაფინანსებით, თბილისში საფუძველი ჩაეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. პარალელურად, ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად, შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს ექნება ...

Read More »
ნავთობმწარმოებელი ქვეყნების შეხვედრის წინ ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობმწარმოებელი ქვეყნების შეხვედრის წინ ნავთობის ფასი გაიზარდა

შემდეგ კვირას დოჰაში დაგეგმილი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრის წინ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა და ბოლო 4 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. მოიმატა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმაც და 40 დოლარს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, დოჰაში ნავთობის მოპოვების იანვრის დონეზე გაყინვის გადაწყვტილებას ნავთობ მწარმოებელი 1 ქვეყანა დაესწრება. სტენფორდის ენერგო ექსპერტი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ნავთობის ფასი დაახლოებით 36-დან 42 დოლარამდე შუალედში იმერყვებს. დოჰაში მოსალოდნელი ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება. გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და თიანეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის ...

Read More »

ზესტაფონში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აბონენტების ენერგომომარაგება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საღვინე,  მარტოთუბნი, წიფლავაკე და ზედა საქარი.   სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიდერს „საღვინე“, მოძველებული ხის ბოძები ახალი საყრდენებით შეიცვალა, დამონტაჟდა ახალი იზოლირებული კაბელი და განახლდა ქსელის ინფრასტრუქტურა.   ზესტაფონის რამდენიმე ქუჩაზე უკვე დასრულდა ღია სადენების დახურული კაბელებით შეცვლის პროცესიც; ...

Read More »
„საქაერონავიგაციაში“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა დამონტაჟდება

„საქაერონავიგაციაში“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა დამონტაჟდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა შეიძინა. „საქაერონავიგაციასა“ და იტალიურ კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-ს შორის ხმოვანი კავშირის სისტემის (VCS) შესყიდვისა და მისი დანერგვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. „საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში ხმოვანი კავშირის სისტემა უმნიშვნელოვანესია. იმისათვის რომ, უსაფრთხო ფრენები განხორციელდეს, აუცილებელია საიმედო კავშირი მეთვალყურეებს და საჰაერო ხომალდებს შორის, აგრეთვე მეთვალყურეებს და მიწისზედა სამსახურებს და მეზობელ ცენტრებს ...

Read More »
ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ მკვეთრად უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ის ისრაელის გაზით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა ერნსტ მონიმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელს გააჩნია ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები და შეუძლია მისი ექსპორტირება. „პირველ რიგში, ამ პროექტის რეალიზაციას აქვს ეკონომიკური და ენერგეტიკული პლიუსები – ევროპას შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ისრაელი კი გაზს მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც მიაწოდებს“, – განაცხადა მინისტრმა. ...

Read More »
სემეკმა მოქალაქეებს 800 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს 800 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა 2016 წლის პირველ კვარტალში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 855 106 ლარი ჩამოაწერა. როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ შესწავლილი და საჯარო სხდომებზე წარმოდგენილი მოქალაქეთა საჩივრები სტანდარტულად შეეხებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებას, უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს. მათივე ინფორმაციით, ...

Read More »
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისის ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ოზონის საშუალო წლიური კონცენტრაცია, აგრეთვე უმნიშვნელოდ გაიზარდა ნახშირჟანგის კონცენტრაცია, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია კი უმნიშვნელოდ შემცირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის მიხედვით, სამი სტაციონარული სადგურის მონაცემებით, 2015 წელს თბილისის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო მნიშვნელობა ნორმის ფარგლებში იყო, ხოლო ნახშირჟანგის – უმნიშვნელოდ აღემატებოდა ნორმას. მტვრის, ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებისა საშუალო წლიური ...

Read More »
Alibaba-ს ხელოვნურმა ინტელექტმა შოუს გამარჯვებული გამოიცნო

Alibaba-ს ხელოვნურმა ინტელექტმა შოუს გამარჯვებული გამოიცნო

ჩინური Alibaba-ს მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა, პოპულარული ჩინური მუსიკალური შოუს, „მე მომღერალი ვარ“, ფინალისტის გამოცნობა შეძლო. ხელოვნურმა ინტელექტმა, რომლის სახელწოდებაა Aliyun-ი, 500 ადამიანისგან შემდგარი ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცნობა შეძლო. ჟიურის წევრები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ერთმანეთთან კონსულტაციების გარეშე იღებდნენ. შოუს წინა ეტაპზე, Aliyun-მა რამდენიმე ფინალისტის გამოცნობა შეძლო, რის შემდეგაც ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მექანიზმის დახვეწა მოხდა. პროგრამამ გამოიყენა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სიმღერის პოპულარობა, ...

Read More »