ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ მკვეთრად უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ის ისრაელის გაზით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა ერნსტ მონიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელს გააჩნია ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები და შეუძლია მისი ექსპორტირება.

„პირველ რიგში, ამ პროექტის რეალიზაციას აქვს ეკონომიკური და ენერგეტიკული პლიუსები – ევროპას შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ისრაელი კი გაზს მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც მიაწოდებს“, – განაცხადა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელში ლევიაფანის საბადოზე შესაძლებელია 621 მლრდ კუბ.მ გაზის მოპოვება. ისრაელს ასევე აქვს ორი გაზის საბადო კაშირსა და ტანიში, რომლებიც ამ დროისათვის არ მუშაობენ.

Leave a Reply