თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ელექტრომომარაგების შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და თიანეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

12:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, სანდრო ეულის, იყალთოს, გორის, ბახტრიონის, კუტუზოვის და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს, გუდარეხის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის, საყვირის, ხუდადოვის, მესხის, ტყეკულტურის, სტურუას და გურამ ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის ( ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ვახტანგ მოსიძის და ბესიკის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00-დან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვერცხლის, ავლევის, პუშკინის, ბარათაშვილის, იეთიმ გურჯის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Leave a Reply