ზესტაფონში აბონენტების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აბონენტების ენერგომომარაგება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საღვინე,  მარტოთუბნი, წიფლავაკე და ზედა საქარი.

 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიდერს „საღვინე“, მოძველებული ხის ბოძები ახალი საყრდენებით შეიცვალა, დამონტაჟდა ახალი იზოლირებული კაბელი და განახლდა ქსელის ინფრასტრუქტურა.

 

ზესტაფონის რამდენიმე ქუჩაზე უკვე დასრულდა ღია სადენების დახურული კაბელებით შეცვლის პროცესიც; გაიჭიმა 5700 მეტრი სიგრძის ახალი სადენი, რის შედეგადაც აბესაძის, სააკაძის, გურამიშვილის, გამსახურდიას, დადიანის, ქეთევან წამებულის, მარჯანიშვილის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ენერგომომარაგება და მიწოდებული ძაბვის ხარისხი. აგრეთვე, სრულად შეიცვალა აღნიშნულ ქუჩებზე არსებული დაზიანებული კარადები. უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დასრულდება კიდევ ერთ სატრანსფორმატორო პუნქტზე.

 

ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ ცენტრალური ფილიალის ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სხვა რაიონებშიც ინტენსიურად ახორციელებს.

Leave a Reply