შემდეგ კვირას დოჰაში დაგეგმილი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრის წინ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა და ბოლო 4 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. მოიმატა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმაც და 40 დოლარს გადააჭარბა.
ოფიციალური ინფორმაციით, დოჰაში ნავთობის მოპოვების იანვრის დონეზე გაყინვის გადაწყვტილებას ნავთობ მწარმოებელი 1 ქვეყანა დაესწრება. სტენფორდის ენერგო ექსპერტი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ნავთობის ფასი დაახლოებით 36-დან 42 დოლარამდე შუალედში იმერყვებს.
დოჰაში მოსალოდნელი შეხვედრის წინ ბრაზილიის ნავთობისა და გაზისსახელმწიფო კომპანია პეტრობასის მიერ ნავთობის მოპოვება 2016 წლის პირველი 2თვის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირდა.
ბრაზილია შედის მსოფლიოს 15 უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა სიაშიდა მისი წილი ნავთობის მსოფლიო მოპოვებაში შეადგენს დაახლოებით 3%-ს.
2015 წლის იანვრის თვესთან შედარებით წელს ანალოგიურ პერიოდში Petrobras-ისნავთობის მოპოვება შემცირდა 9,6%-ით, თებერვლის თვეში ნავთობის მოპოვებაშემცირდა წლიურ გამოთვლაში დაახლოებით 7%-ით. შედეგად, ეს მოპოვებისმინიმალური მაჩვენებელია 2014 წლის მაისის თვის შემდეგ, როცა კომპანიააწარმოებდა 1,97 მილიონ ბარელს დღე-ღამეში.
ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.
დღეს დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:
- ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1452მიმდინარეობს.
- გამყარდა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში და ვაჭრობა 1,4296ნიშნულთან მიმდინარეობს.
- დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 108.12 ნიშნულთან მიმდინარეობს
ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:
- ოქროზე ფასმა მოიმატა 0,57 %-ით და ვაჭრობა 1250.90 ნიშნულთან მიმდინარეობს.
- მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,46 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.46 ნიშნულთან მიმდინარეობს.
ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1.14%-ით და ბარელზე შეადგინა 40.82 დოლარი.
Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი