Author Archives: energy

2021 წლის ბოლოსთვის ლიბია გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას

ლიბია გეგმავს 2021 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 1.4 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობის ეროვნული კორპორაციის ხელმძღვანელმა, მუსტაფა სანალამა განაცხადა. თებერვლის თვის OPEC– ის ანგარიშის თანახმად, იანვარში ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 1,164 მილიონი ბარელი დღე/ღამეში, რაც 4,2% –ით ნაკლებია, ვიდრე დეკემბერის თვეში. საშუალოდ, 2020 წელს, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 368 ათასი ბარელი დღე/ღამეში, 2019 წელს – ...

Read More »

12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი მსოფლიოში

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკულმა საბჭომ (ACEEE) მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა 1000-ზე მეტი მოდელი შეისწავლეს, მათ შორის არა მხოლოდ ელექტროკარები, არამედ ჰიბრიდები და ჩვეულებრივი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებიც იყო. რეიტინგში შემავალი ყველა ავტომობილი 100-ბალიანი სისტემით შეფასდა, რაც უფრო მეტია ქულები, მით უფრო ეკოლოგიურად უსაფრთხოა მანქანა. სიის ზედა ნაწილში მყოფი 12 მოდელს შორის 7 ელექტრომობილია, დანარჩენი სხვადასხვა ტიპის ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

რა გავლენა იქონია ეკონომიკაზე 2017 წელს საწვავზე აქციზის გაორმაგებამ?

2017 წლის იანვრიდან რეინვესტირებული მოგების გადასახადის შედეგად შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კომპენსირების მიზნით საწვავზე აქციზის ფასი გაორმაგდა, რამაც საცალო ქსელში ბენზინი 19 თეთრით გააძვირა და ინფლაციის განაკვეთიც გაზარდა. თუმცა პარალელურად მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების წილიც და პანდემიურ პერიოდში 91%-ს მიაღწია. 2021-ში საწვავის გაძვირების ახალმა ტალღამ 4 წლის წინანდელ გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავსირებით კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები. თებერვალ-მარტში საქართველოში საწვავის ფასები 2019 წლის ნიშნულს ...

Read More »

ოპეკი + – ი შეთანხმდა აპრილის თვეში რუსული ნავთობის მოპოვების გაზრდაზე

რუსეთს შეეძლება აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების გაზრდა დღე/ღამეში 130 ათასი ბარელით “ოპეკი +” – ის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა ალიანსის სადამკვირვებლო კომიტეტის სხდომაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. ”ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს სეზონური მოთხოვნა, ჩვენთვის აუცილებელია გადამუშავების ოდენობის გაზრდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში  და ნავთობპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება” , – განაცხადა მან. ნოვაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ...

Read More »

OMV Petrom – რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს

საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანია OMV Petrom-ი იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 2021 წლის 10 მარტს მოეწერა. „OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული „OMV Group“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ...

Read More »

ნორვეგიელი ნოვთობმილიარდერი ფსონს ბიტკოინზე აკეთებს

ნავთობმილიარდერი კელ ინგე როკი ბიტკოინზე დებს ფსონს. ნორვეგიელი მილიარდერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო დაცვა იქნება ფინანსური ინდუსტრიისა და ცენტრალური საბანკო სისტემის დესტრუქციის წინააღმდეგ. როკის Aker ASA, რომელიც ნავთობისა და ნავთობმომსახურების კომპანიებს აკონტროლებს, ბიტკოინის პოტენციალის გამოსაყენებლად ახალ ბიზნესს ქმნის. Seetee-ს სახელით ცნობილი ახალი კომპანია ბიტკოინში ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული, ითანამშრომლებს ბიტკოინის წამყვან მოთამაშეებთან და უფრო ფართო ბლოკჩეინ საზოგადოებებთან. ასევე, დაიწყებს ბიტკოინის ვერიფიკაციის ოპერაციებს ...

Read More »

Rolls-Royce საჰაერო ტაქსის სტარტაპთან ითანამშრომლებს

Rolls-Royce-მა ურბანული საჰაერო მობილობის ბაზარზე თავის პირველი გარიგება დადო. ბრიტანული ძრავის მწარმოებელი ოთხ მზავრიანი თვითმფრინავისთვის ელექტრული სისტემის მიწოდებას უზრუნველყოფს. თვითმფრინავი ასევე ბრიტანული სტარტაპის, Vertical Aerospace-ის მიერ მზადდება, რომლის სერტიფიცირება 2024 წლისთვის იგეგმება. Rolls-Royce-ის ეს ნაბიჯი პანდემიის პირობებში გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. კომპანია შემოსავლების ახალი ნაკადის შექმნას ცდილობს, რომელიც მისი ტრადიციული ფართოკაბიანიანი თვითმფრინავების ბიზნესის დანაკლისს შეავსებს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი უორენ ისთი აცხადებს, მცირე ზომის ...

Read More »

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: წყალი საქართველოს “ნავთობი” და “გაზია”

“მსხვილი ჰესების, ხუდონჰესის, ნამახვანიჰესის აშენება, საქართველოსთვის არის ის, რაც აზერბაიჯანისთვის იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენების პროექტების განხორციელება. წყალი არის ჩვენი „ნავთობი“ და „გაზი“ და მისი აუთვისებლობა იქნება დანაშაული, ” – ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი.  მისი განმარტებით, ხუდონჰესის 1,2 მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციაა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 800 მილიონი დოლარი ჩაიდება ნამახვანიჰესის პროექტში, რაც სასიცოცხლოდ ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს

ნავთობზე ფასის ბოლოდროინდელმა ზრდამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ შეიძლება ენერგიაზე ფასის ზრდამ გლობალური ეკონომიკის აღდგენა შეაფერხოს და ინფლაციის შიში გააღვივოს. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს მსხვილმა ექსპორტიორებმა  მიწოდება კოორდინირებულად შეზღუდეს და ფასები 30% –ზე მეტით გაზარდა, ხოლო მსოფლიო Covid-19-ით გამოწვეული მოთხოვნის კრიზისიდან გამოდის, საუდის არაბეთის საკვანძო საექსპორტო ობიექტზე სარაკეტო შეტევამ Brent– ის ტიპის ნავთობზე ფასი $70-მდე გაზარდა.  მიუხედავად იმისა, ...

Read More »

ბიტკოინის ფასმა $61 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ის $61 074 ღირს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, რომლის ფასიც გასული წლის ბოლოს შემდეგ გასამმაგდა, წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მისი რეკორდულად გაძვირების მიზეზი გახდა. როგორც BBC წერს, ბიტკოინის ბაზრის საერთო მოცულობა უკვე $1 ტრილიონს აჭარბებს. შეგახსენებთ, თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი შეიძინა. მისივე თქმით, ...

Read More »