რუსეთს შეეძლება აპრილის თვეში ნავთობის მოპოვების გაზრდა დღე/ღამეში 130 ათასი ბარელით “ოპეკი +” – ის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა ალიანსის სადამკვირვებლო კომიტეტის სხდომაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.
”ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს სეზონური მოთხოვნა, ჩვენთვის აუცილებელია გადამუშავების ოდენობის გაზრდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში და ნავთობპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება” , – განაცხადა მან.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დისკუსია ძალზე მწვავედ მიმდინარეობდა, რადგან ნავთობპროდუქტების ბაზარზე ”ბევრი გაურკვევლობაა”, მაგრამ ამავე დროს მხარეებმა აღნიშნეს გლობალური ეკონომიკის აღდგენის ნიშნები.