Author Archives: energy

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR ააშენებს

SOCAR: 2020 წელს აზერბაიჯანმა უცხოურ ბაზრებს 13,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანმა ექსპორტზე 13,396 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი გაიტანა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საკუთარ ვებგვერდზე იუწყება. SOCAR–ის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 16%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2020 წელს აზერბაიჯანში შიდა გაზის მოხმარებამ შეადგინა 11 მილიარდ 955.648 მილიონი კუბური მეტრი, რაც 3.7-იანი მატებაა წინა წლის მოხმარებასთან შედარებით, იუწყება სახელმწიფო ნავთობკომპანია. SOCAR–ის მონაცემებით, ...

Read More »

2020 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

საქართველოში 2020 წელს წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 4,8%-ით შემცირდა და 12,157 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12,774 მლრდ კვტ.სთ იყო.2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება Covid 19-ის პანდემიის გამო არსებულმა/დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შემცირებულა იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც გამოწვეული იყო 2020 წელს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებით. 2020 წელს საქართველომ ...

Read More »

ძლიერმა ყინვებმა პოლონეთში რუსულ გაზზე მოთხოვნა გაზარდა

პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან გაზის შესყიდვის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ევროპაში დამდგარი არანორმალური სიცივეების გამო ვარშავა დამატებითი ენერგორესურსის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. ჰაერის ტემპერატურა პოლონეთის ზოგიერთ რეგიონში -27 გრადუსამდე დაეცა. არსებულ ვითარებაში, გაზის ეროვნული კომპანია PGNiG იძულებულია გაზარდოს ენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებლებამდე. წინასწარი მონაცემებით ზამთრის ბოლომდე ქვეყანა დაახლოებით 81 მილიონ კუბურ მეტრ ლურჯ საწვავს მოიხმარს, რომლის მთავარ მიმწოდებლად ისევ რუსეთი დარჩება. “გაზპრომის” ...

Read More »

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის მისაღებად ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს

არაბული ფინანსურ გამოცემა „არგაამის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთს სურს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ნავთობის გამოყენება შეწყვიტოს და ის მზის ენერგიით და გაზის ტურბინებით შეცვალოს. პროგრამა „ნახშირწყლბადებზე მოთხოვნის მდგრადობის“ შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი ნავთობექსპორტიორი, ნავთობს მეტწილად მზის ენერგიით ჩაანაცვლებს. საუდის არაბეთი ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, მეტწილად ნავთობს იყენებს. პროგრამა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ის საუდეთის ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიას განსაზღვრავს. ...

Read More »

საქართველო აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს

საქართველომ აზერბაიჯანიდან 242,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 1543,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა 2020 წელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო “რეპორტი” ავრცელებს, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით. ხსენებული ანგარიშის თანახმად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 11.5% -იანი კლებაა დაფიქსირებული. გასულ წელს, საქართველომ აზერბაიჯანისგან ასევე მიიღო 216,000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში შეადგინა 67,9 მილიონი ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 9.3%-ით შემცირდა

2020 წელს რუსეთში  ნავთობის მოპოვებამ (კონდენსატის გარეშე) შეადგინა 478 მილიონი ტონა, რაც 9.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა.  2020 წლიდან კონდენსატის წარმოება არ არის გათვალისწინებული “ოპეკი +”-ის გარიგებაში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 39,1 მილიონი ტონა, რაც 12,6%–ით ნაკლებია 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით და 3,1%-ით მეტია ნოემბრის თვის ...

Read More »

კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ

კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ სექტორის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათი ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა შედეგიანი იყო და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. “მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე შესაძლოა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს დროის დიდ მონაკვეთში, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, თუმცა, მოკლე მონაკვეთში მოგვცემს ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტის უკანონო წარმოება რესტორანსა და სხვა კერძო ობიექტებზე ხდებოდა

აფხაზეთში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტის გამო უკანასკნელი რამდენიმე თვეა კრიპტოვალუტის წარმოება აკრძალეს, ოფიციალური ინფორმაციით, რეიდების დროს სამართალმცველებმა 37 უკანონო მაინინგ ფერმას კერძო ობიექტებზე მიაკვლიეს, მათ შორის სოხუმში ერთ-ერთ რესტორანში. უკანონო მაინინგ ფერმების დახურვის შესახებ აფხაზური მხარე ინფორმაციას იქამდეც ავრცელებდა. აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა, ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ...

Read More »

რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს?

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენებას რომ უფრო ხშირად მოწინააღმდეგეები ჰყავს, ვიდრე – მომხრეები, ახალი არაა. არც ის არის ახალი, რომ ნეგატიური განწყობების გამო, ქვეყანაში ჰესების აშენება ან ჩერდება ან პაუზდება. ერთ-ერთი ყველაზე ახალი ისტორია „ნამახვანი ჰესის“ პროექტია. გასული წლის შემოდგომაზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ...

Read More »

რუსული ხომალდი დანიის წყლებში Nord Stream 2-ზე მუშაობას იწყებს

რუსული გემი Fortuna დანიის წყლებში Nord Stream 2-ზე მუშაობას იწყებს. ამით რუსეთმა უგულებელყო აშშ-ს ახალი სანქციები გაზსადენი პროექტის წინააღმდეგ. როგორც Nord Stream 2 AG-​ის სპიკერმა განაცხადა, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები „შესაბამისი ნებართვებით ხორციელდება“. სამუშაოების დაწყებას წინ უსწრებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესება Fortuna-ს და მის სავარაუდო მფლობელ, რუსულ KVT-Rus-სთვის, რაც მილსადენის მშენებლობის შეჩერებას ისახავს მიზნად. აშშ აცხადებს, რომ Nord ...

Read More »