საქართველო აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს

საქართველომ აზერბაიჯანიდან 242,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 1543,2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა 2020 წელს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო “რეპორტი” ავრცელებს, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით.

ხსენებული ანგარიშის თანახმად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 11.5% -იანი კლებაა დაფიქსირებული.

გასულ წელს, საქართველომ აზერბაიჯანისგან ასევე მიიღო 216,000 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში შეადგინა 67,9 მილიონი აშშ დოლარი, რაც 45,000 ტონით, ანუ 26,3% -ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply