2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანმა ექსპორტზე 13,396 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი გაიტანა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საკუთარ ვებგვერდზე იუწყება.
SOCAR–ის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი 2019 წელთან შედარებით 16%–ით გაიზარდა.
გარდა ამისა, 2020 წელს აზერბაიჯანში შიდა გაზის მოხმარებამ შეადგინა 11 მილიარდ 955.648 მილიონი კუბური მეტრი, რაც 3.7-იანი მატებაა წინა წლის მოხმარებასთან შედარებით, იუწყება სახელმწიფო ნავთობკომპანია.
SOCAR–ის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში (AZGPP) 3 მლრდ 762,99 მლნ კუბური მეტრი გადამუშავდა, რაც 17%–ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ნინო სამადაშვილი