რუსეთში ნავთობის მოპოვება 9.3%-ით შემცირდა

2020 წელს რუსეთში  ნავთობის მოპოვებამ (კონდენსატის გარეშე) შეადგინა 478 მილიონი ტონა, რაც 9.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა.

 2020 წლიდან კონდენსატის წარმოება არ არის გათვალისწინებული “ოპეკი +”-ის გარიგებაში ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 39,1 მილიონი ტონა, რაც 12,6%–ით ნაკლებია 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემთან შედარებით და 3,1%-ით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის დეკემბერში რუსეთში მოპოვებულ იქნა 42,46 მლნ ტონა ნავთობი კონდენსატთან ერთად. ამრიგად, კონდენსატის წარმოებამ შეადგინა 3,36 მილიონი ტონა.

Leave a Reply