დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ ქვესადგურში „კოჯორი“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორის (T-2) და 35-კილოვოლტიანი ზეთიანი ამომრთველის (BT-35) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ქვესადგურის სიმძლავრე 4 მეგავატით გაიზარდა. აგრეთვე, გაუმჯობესდა დაბა კოჯრის 1437 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია დაბა კოჯრის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკურორტო სეზონის მოახლოების და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების ...
Read More »