მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გასულ კვირაში ნავთობის მოპოვების რეკორდულმა მაჩვენებელმა ნავთობის ფასს კვლავ აიაფებს. კერძოდ, ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის ცნობით, 10-დან 18 მარტამდე პერიოდში შტატებში ნავთობის მარაგები გაიზარდა 9,4 მილიონი ბარელით. ეს მაჩვენებელი კი ანალიტიკოსების მიერ წინასწარ პროგნოზირებულს სამჯერ აღემატება. ექსპერტების ინფორმაციით, ამ ფონზე ენერგო ბაზარაზე დღიურად 0.6 მილიონი ბარელი ჭარბი ნავთობი მოიპოვება.

ბერკლეისის პროგნოზით, თუ წარმოების ეს ტემპი შენარჩუნებული იქნა ახლო მომავალში ნავთობის ფასი შესაძლოა 30 დოლარამდე ჩამოვიდეს.

ნავთობის მოპოვების გაყინვის თემა აქტუალობას არ კარგავს. უკვე გადაწყდა, რომ ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნები ამ საკითხთან დაკავშირებით ყატარში შეიკრიბებიან. პრობლემად რჩება ირანი, რომელიც მანამ არ აპირებს შეუერთდეს ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას, სანამ ქვეყანა სანქცეიბამდე არსებულ ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს არ დაუბრუნდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნები ოპტიმიზმს არ კარგავენ. ასე მაგალითად ნიგერია იმედოვნებს, რომ ყატარში დაგეგმილ ოპეკის წევრი და არაწევრი ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების იანვრის დონეზე “გაყინვასთან” დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი არ შეუერთდება მას.

Leave a Reply