Author Archives: energy

პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის წარმომადგენლები სსე-ში

პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის წარმომადგენლები სსე-ში

2016 წლის 12 აპრილს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორის (REN) და სსე-ის მენეჯმენტის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. პორტუგალიური სისტემის ტექნიკური ოპერატორს და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ. თანამშრომლობა საწყის ეტაპზე სისტემის ოპერირების კუთხით კონსულტაციების გაწევას, განვითარების ათწლიანი გეგმის მომზადებისას პროგნოზების გაკეთებაში დახმარებას და ენერგობაზრის ხელშეწყობის კუთხით საკითხების განხილვას გულისხმობდა. რაც შეეხება თანამშრომლობის შემდეგ ეტაპს, “საქართველოს ...

Read More »
„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი “როსნეფტს” დაუთმო

„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული  კომპანიის სტატუსი დაკარგა. პირველად ისტორიაში, მას კაპიტალიზაციის მაჩვენებლით „როსნეფტმა“ გადაუსწრო. ადგილობრივი დროით 13:56 საათზე, Bloomberg–ის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაციამ 3,466 ტრილიონ რუბლს მიაღწია, „გაზპრომის“ ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი იგივე პერიოდში 3,450 ტრილიონი შეადგინა. ანუ დოლარში მაჩვენებლებია შესაბამისად $52 მილიარდი  $51,7 მილიარდის წინააღმდეგ. „როსნეფტის“ აქციები რუბლში ისტორიულ მაქსიმუმამდე ავიდა – რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 3,3%–ით გაიზარდა და ...

Read More »
„სოკარმა“ კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო წააგო

„სოკარმა“ კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო წააგო

„კომერსანტის“ ინფორმაციით, „სოკარმა“ „კონკურენციის სააგენტოსთან“ სასამართლო წააგო. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად კონკურენციის სააგენტოში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტავენ, რომ სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის 14 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ. “სსიპ – კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიების საქმეზე ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს სარჩელი და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Resmi Gazete-ი ავრცელებს. საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის 9 აპრილს მოეწერა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2016 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, ...

Read More »
ბამბუკი როგორც ახალი "მწვანე ოქრო"

ბამბუკი როგორც ახალი “მწვანე ოქრო”

ბამბუკი აფრიკის ქვეყნების ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს. აფრიკაში ამ უნიკალური მცენარის ორი მესამედი ეთიოპიაში იზრდება. მას ქვეყანაში “მწვანე ოქროს” უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართოდაა გავრცელებული, ადგილობრივ ფერმერებს მისი პოტენციალის შესახებ ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია. “ფერმერი, რომელსაც აქვს ბამბუკი, მდიდარია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის”, – ამბობს კომპანია Adal Industrial PLC-ის დირექტორი, ადან ბერჰი. ბერჰი ბამბუკის წარმოებით არის დაინტერესებული. ...

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება. შესაბამისი სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება. საწვავის ხარისხს სამი უწყება – გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განაცხადა, დადგენილია ნორმები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება. ,,მთავრობის დადგენილებით, ბენზინისა და ...

Read More »
მომავლის 10 გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი

მომავლის 10 გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი

ფუტურისტულ ფილმებში ჩვენ ხშირად გვხვდება წარმოუდგენელი ცათამბჯენები და არქიტექტურული  “ჭკვიანი” ნაგებობები, სადაც მთელი პროცესი კომპიუტერიზებულია. ბევრს ეს შესაძლოა, სცენარისტის ან რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პროგრესული არქიტექტორები ქმნიან დიზაინებს, რომელთა ფუნქციონალობა და გარეგნული იერი ფანტასტიკისა და რეალობის ზღვარზეა. ზოგიერთი ასეთი პროექტი უკვე განხორციელდა, დანარჩენები ჯერ მშენებლობის სტადიაზეა, მაგრამ Bright Side-ის გუნდი იმედოვნებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი შვილები, არამედ ჩვენც ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დიდუბე-ჩუღურეთის რამდენიმე ქუჩის აბონენეტებს 11 აპრილს დროებით გაზმომარაგება შეეზღუდებათ.  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების კუთხეში გამავალი ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, 11 აპრილს, 22.00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: რკინიგზის, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის ქუჩის 1, 3, 4, 5, 7, 8, 10, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, თამარ მეფის, ბაქოს, კონსტიტუციის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქუჩების ნაწილს, ხოლო აღმაშენებლის გამზირის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, გ.დოლიძის, ზ.ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვის, ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდება ...

Read More »

ჩინეთში უნიკალურ ცათამბჯენს ააგებენ

ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის აგება სურთ, რომლის სიმაღლეც 595 მეტრი იქნება. შენობა 3 ბლოკინგან იქნება შედგენილი, საიდანაც ერთი ერთი ყველაზე მაღალი იქნება. პროექტის მშობელი კომპანია PLP Architecture-ია, რომელიც უკვე არის სხვა მრავალი წარმატებული პროექტის ავტორი. პროექტის მიხედვით, 595 მეტრიანი თაუერი სიმაღლეში 124 სართულს გააერთიანებს. პირველი ბლოკი 44 სართულიანი, მერე 83 სართულიანი, ხოლო მესამე ყველაზე მაღალი კი 124 სართულიანი იქნება. ...

Read More »

მზის პირველი კომერციული ელექტროსადგური

ჩვენს საუკუნეში ენერგიის ალტერნატიული წყაროები სულ უფრო პოპულარული ხდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ სანიმუშო ქალაქად შეგვიძლია სევილია – სამხრეთ ესპანეთის ფინანსური და კულტურული ცენტრი დავასახელოთ. აქ მსოფლიოში პირველად, კომერციული მზის ელექტროსადგური აიგო. ტერიტორია, სადაც მზის ელექტროსადგურია განლაგებული, ნამდვილ სარკისმიღმა ქვეყანას გვაგონებს. ცენტრში დგას ორი გიგანტური კოშკი PS10 და PS20, რომელთა სიმაღლე 40 სართულიანი შენობების სიმაღლეს უდრის. PS10 კოშკის გარშემო 624 ...

Read More »