თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Resmi Gazete-ი ავრცელებს.

საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის 9 აპრილს მოეწერა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2016 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება.

აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს.

Leave a Reply