დიდუბე-ჩუღურეთის რამდენიმე ქუჩის აბონენეტებს 11 აპრილს დროებით გაზმომარაგება შეეზღუდებათ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების კუთხეში გამავალი ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, 11 აპრილს, 22.00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: რკინიგზის, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის ქუჩის 1, 3, 4, 5, 7, 8, 10, ფოცხვერაშვილის, ჩუბინაშვილის, თამარ მეფის, ბაქოს, კონსტიტუციის, კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის ქუჩების ნაწილს, ხოლო აღმაშენებლის გამზირის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, გ.დოლიძის, ზ.ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვის, ქუჩების მოსახლეობას გაზი მიეწოდება დაბალი წნევით.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეეზღუდება აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულ სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს, კერძოდ: რკინიგზის საავადმყოფოს, აკად. თოდუას კლინიკას, შპს ,,კიდ სმენას”, ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის ცენტრს, კლინიკური მედიცინის ცენტრს, სტომატოლოგიური კლინიკას, ჩუბინაშვილის ქუჩა #55-თან მდებარე პურის ქარხანას (შპს ,,კოლხეთი 90”), ნინოშვილის ქუჩაზე ვენდისპანსერს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ლიმონათის ქარხანას (სავაჭრო ფირმა ,,ლაღიძე”) და შპს ,,საქართველოს რკინიგზას”, ვაგზლის მოედანზე – მეტროპოლიტენის სამმართველოს და თბილისი ცენტრალს, ც. დადიანის ქუჩა 26-ში კულტურის სახლს შპს ,,თბილისი არტ ჰოლი”, ც. დადიანის 32-ში ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანას და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სხვა კომუნალურ, საზ-კვების ობიექტებს. (დაახლოებით 2200-მდე აბონენტს და 2800-მდე აბონენტს გაზი მიეწოდება დაბალი წნევით)
შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოს დასრულებისთანავე 12 აპრილის 10:00 საათიდან ეტაპობრივად.
შპს ‘’ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ‘’ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელობას არ იღებს.