Author Archives: energy

“ჯეო ფერო მეტალის” პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა

„ჯეო ფერო მეტალის“ პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა, – ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის თითქმის 90%-იანი მატებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, ახლა წარმოება თავის გადარჩენას ცდილობს. „ჩვენთვის დენის ტარიფი დაახლოებით 92%-ით გაძვირდა. ჩვენი საწარმოს მუშაობა ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ტარიფის ზრდამ სრულიად სხვანაირი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებს ჩვენი პირადი სურვილით ვერ ვაკონტროლებთ. მსოფლიო ბაზარზე რაც ...

Read More »

Akkuyu ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე ატომური ელექტროსადგურია მსოფლიოში

Akkuyu-ს ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც თურქეთის სამხრეთით, მერსინის პროვინციის გულნარის მხარეში შენდება, გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე ატომური ელექტროსადგური. აღნიშნულის შესახებ Akkuyu Nuclear JSC- ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ სერგეი ბუცკიხმა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ გადაცემაში (Söz Yetenekte). მისივე თქმით, პროექტის განხორციელებამ ძლიერი ბიძგი მისცა ეკონომიკის, ინდუსტრიისა და სოციალური ცხოვრების მრავალი სფეროს განვითარებას. Akkuyu NPP გახდება ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე – გლობალური გამოკითხვის შედეგები

UNDP-ის მიერ Oxford-ის უნივერსიტეტთან თანმშრომლობით მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვენის 1.2 მილიონი მოქალაქე გამოიკითხა, მსოფლიოს 50 ქვეყანაში  მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. კვლევაში მონაცემები საქართველოდანაც მოხვდა. კერძოდ, კველვის ავტორების განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის, სადაც კლიმატის ცვლილებას გლობალურ პრობლემად აღიარებენ. კერძოდ, საქართველოში შესაბმის კითხვაზე ამგვარი პასუხი ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: “ნამახვანჰესი იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება”

ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არის 430-მეგავატიანი ჰესი, რომლის კასკადის წლიური გამომუშავება დაახლოებით 1,5 მილიარდი კვტ საათია, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. „ამ ციფრებიდანაც ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ეს ობიექტი, რომელიც დაგვეხმარება შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. მიმაჩნია, ...

Read More »

რეალური ვაჭრობის დაწყების მოლოდინში – როგორ მუშაობს სატესტო რეჟიმში ენერგეტიკული ბირჟა

ენერგეტიკულმა ბირჟამ ამ დროისთვის უკვე რამოდენიმე სატესტო ვაჭრობა ჩაატარა. სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას 40-მდე კომპანია იღებდა. ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი შედეგებით კმაყოფილია. როგორც ირინა მილორავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. „სატესტო რეჟიმი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო. ის ბირჟის მხრიდან რამდენიმე აქტივობას მოიცავს. ეს იყო ტრენინგები, ანუ მხარეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რას აკეთებს ბირჟა, როგორია სავაჭრო პლატფორმა, რა პროდუქტები ივაჭრება და ასევე, ...

Read More »

“Chevron”-მა 2020 წელს 5,54 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

მე–4 კვარტლის შედეგებით აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობკომპანიის – Chevron Corp.–ის სუფთა ზარალმა შეადგინა 665 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,33 დოლარი თითო აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 6,61 მილიარდი დოლარის, ანუ 3,51 დოლარი თითო აქციაზე მაჩვენებელტან შედარებით.  შემოსავალი ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შემცირდა 30%-ით – 25,246 მილიარდ დოლარამდე, წინა წლის 36.35 მილიარდი დოლარის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის შედეგებით კომპანიამ დააფიქსირა  ყველაზე მნიშვნელოვანი სუფთა ზარალი ბოლო 4 წლის ...

Read More »

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-SPACE-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება. 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ...

Read More »

2026 წლისთვის ელექტრომობილები მთლიანად ჩაანაცვლებენ საწვავზე მომუშავე მანქანებს

ცნობილმა ავსტრალიელმა ფუტურისტმა რეი ვილსმა განაცხადა, რომ ელექტრომანქანების, როგორიცაა Tesla Model 3 და Nissan Leaf ღირებულება 2023 წლისთვის გაუტოლდება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების ღურებულებას. უილსმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები გამოვა. უილსი, რომელიც არის საკონსულტაციო ფირმის Future Smart Strategies ხელმძღვანელი და ალტერნატიული ენერგოკომპანია Horizon– ის დირექტორთა საბჭოს წევრი, დარწმუნებულია, რომ ელექტრომობილების მომავალი შორს არ არის და ბევრად უფრო ...

Read More »

მერაბ გაფრინდაშვილი: ნამახვანჰესის პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

ჩვენ დღეს სამეზობლოსგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომლის დეფიციტში ვართ და პრაქტიკულად ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რაც გვჭირდება და შორეულ პერსპექტივაში სხვა ჰესების მშენებლობაც საჭირო იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნამახვანჰესთან მიმართებაში მთავარი პირობა არის ის, რომ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პროცესი მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების სრული დაცვით წარიმართოს „ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ...

Read More »

“ოპეკის +”-ის რიგი ქვეყნები თებერვლიდან ნავთობის მოპოვებას 1,4 მლნ ბარელით შეამცირებენ

საუდის არაბეთი და “ოპეკის +”-ის რიგი ქვეყნები თებერვლიდან შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 1,425 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, როგორც ”კეთილი ნების” ჟესტი, რაც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის დაახლოებით 1,5% -ს შეადგენს, იუწყება ინტერფაქსი. იანვრის თვის დასაწყისში “ოპეკი +”-ის ქვეყნების პოზიციები თებერვლის თვიდან მოპოვების დონის სტრატეგიასთან დაკავშირებით განსხვავებულია – “ოპეკი +”-ის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს შეზღუდვების იანვრის თვის ოდენობის შენარჩუნებას, რუსეთი და ყაზახეთი – მოპოვების ეტაპობრივი ზრდის მომხრე არიან. შედეგად ...

Read More »