Author Archives: energy

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მტკიცებით, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მშენებლობის შემდეგაც გაგრძელდეს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მილსადენი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს. “ყველანაირად ვცდილობთ იმის ახსნას, რომ Nord Stream 2 არ შეცვლის უკრაინის გავლით დაპირებულ მიწოდებას”, – განაცხადა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. Nord Stream 2 ხუთშაბათს მერკელისა ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   13 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.49 (+  1.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.25 (+ 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ბათუმის მერია ენერგოეფექტურობის მისაღწევად შენობა-ნაგებობების მოდერნიზებას გეგმავს

დღეს, თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 14 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, თამარაშვილის, ანაგის, აკაკი გახოკიძის, გაგარინის, კანდელაკის და შარტავას   ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, ...

Read More »

“ელექტრო აპოკალიფსი” ირანში

ასე შეიძლება დახასიათდეს სიტუაცია ირანში, როდესაც  ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგია. საზაფხულო ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე ქრონიკული მოვლენაა ირანში,  თუმცა, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. თეირანი, ისპაჰანი და სხვა დიდი ქალაქები ნამდვილ პოსტ-აპოკალიპტურ ჰოლივუდურ ფილმს მოგაგონებთ: შუქნიშნები და მაღაზიების სიგნალიზაციები გამორთულია, ზოგიერთმა საწარმომ და ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა, თეირანის მეტროს გრაფიკი არეულია, ...

Read More »

“უმდიდრეს ნავთობკომპანიებს დაახლოებით იგივე ბედი ელით, რაც ერთ დროს ცნობილ კომპანია „პოლაროიდს“”

მსოფლიო ცდილობს მიაღწიოს „ნულოვან გამონაბოლქვს“, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ გადასახადს. ზოგადად, აშკარაა სურვილი ნავთობზე უარის თქმის და სრულად განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის, როგორც მთავრობების, ისე კერძო ბიზნესის მხრდან, მაგალითად, ძალიან ბევრი მსხვილი ავტოკომპანია გეგმავს მხოლოდ ელექტრომობილების ან წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას. თუმცა, ამავე დროს, ექსპერტები ვარაუდობენ ნავთობის ფასის კიდევ უფრო გაზრდას. „ენერგონიუსის“კითხვაზე, თუ რასთანაა აღნიშნული ტენდენცია დაკავშირებული, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ...

Read More »

აზერბაიჯანში, განახლებად ენერგიის წყაროებზე სერტიფიკატი გაიცემა

აზერბაიჯანში, განახლებად ენერგიის წყაროებზე სერტიფიკატი გაიცემა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კანონში “განახლებადი ენერგიის წყაროების ელექტროენერგიის წარმოებაში გამოყენების შესახებ”, რომელიც გასულ კვირას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს სერთიფიკატის გაცემის პროცედურა და ფორმა თავად პრეზიდენტთან შეთანხმებით. ნინო სამადაშვილი

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: “საწვავზე აქციზის შემცირების პრაქტიკა წარმატებით დაინერგა თურქეთში”

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა. ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ...

Read More »

SOCAR New Energy-მ უკრაინულ კომპანიებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა

SOCAR New Energy-მა, რომელიც უკრაინაში “როსნეფტის”  მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელია, თხევადი გაზის უკრაინულ მოვაჭრეებთან  ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. საერთო ჯამში, SOCAR New Energy უკრაინისათვის თვეში 37,000 ტონა LPG- ის მიწოდებას აპირებს. უკრაინელ კონტრაქტორებს შორისაა ОККО, WOG, «Автотранс», «Надежда», SOCAR Ukraine, «Еврогазгрупп», «БРСМ-Нафта» и КЛО. ხელშეკრულებები  2021 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მოხდა წინა მიმწოდებელ Proton Energy-ის “როსნეფტთან” მუშაობის პირობების გადახედვაც. როგორც ცნობილია, მაისის ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2020 წელს მოგება 37-ჯერ ₾3.2 მლნ-მდე შეუმცირდა

თითქმის ₾1 მლრდ-ის შემოსავალი და ₾3.2 მლნ-ის წმინდა მოგება – ასეთია „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2020 წლის კონსოლიდირებული შედეგი. კორპორაციას 2020 წელს 997.2 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდა, 123.4 მლნ-ით მეტი 2019 წელთან შედარებით, თუმცა თითქმის 17 მლნ ჰქონდა შემცირეული საოპერაციო მოგება, რაც 143.9 მლნ ლარს შეადგენდა. წმინდა მოგება კი, 37-ჯერ არის შემცირებული 120.1 მლნ-დან 3.197 მლნ-მდე. კომპანიის შემოსავლების სტრუქტურა: გაზის ...

Read More »

“ოპეკი +”-მა შეთანხმების მიღწევა ისევ ვერ შეძლო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, “ოპეკი +”-ის ალიანსმა ივლისის თვის დასაწყისში სამი მცდელობის შემდეგაც კი  ვერ მოახერხა შეთანხმების მიღწევა  აგვისტოს თვეში მოპოვების ზრდასთან და მომავალი წლისათვის მოპოვებითი კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით. უთანხმოების საგანი გაახდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეტენზიები, რომელმაც ჩათვალა, რომ სიმძლავრეების გაფართოების შეთავაზებული პირობები არასამართლიანია. კარტელის წევრების მორიგი შეხვედრის თარიღი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ახალი სამიტი შესაძლოა ჩატარდეს აგვისტოს თვეში, ...

Read More »