“ოპეკი +”-მა შეთანხმების მიღწევა ისევ ვერ შეძლო

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, “ოპეკი +”-ის ალიანსმა ივლისის თვის დასაწყისში სამი მცდელობის შემდეგაც კი  ვერ მოახერხა შეთანხმების მიღწევა  აგვისტოს თვეში მოპოვების ზრდასთან და მომავალი წლისათვის მოპოვებითი კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით.

უთანხმოების საგანი გაახდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეტენზიები, რომელმაც ჩათვალა, რომ სიმძლავრეების გაფართოების შეთავაზებული პირობები არასამართლიანია.

კარტელის წევრების მორიგი შეხვედრის თარიღი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ახალი სამიტი შესაძლოა ჩატარდეს აგვისტოს თვეში, რომელზეც მომპოვებელი ქვეყნები განსაზღვრავენ თავიანთ სამომავლო მომპოვებით პოლიტიკას.

ინდუსტრიის ექსპერტთა აზრით, ამ ვადარმდე “”OPEC +”-მა შვებულება აიღო: არსებული კვოტირება 74-77 დოლარის ფარგლებში ბარელზე სრულიად მისაღებია ნავთობ მაგნატებისათვის.

Leave a Reply